პორტფოლიოს ჩანართები

შემაჯამებელი სამუშაოები

     















 VIIIკლასის წლიური შემაჯამებელი ტესტი ქართულ ენასა და ლიტერატურაში


  1.    გაიხსენეთ ნიკო ლორთქიფანიძის ,,დადიანის ასული და მათხოვარი“. რატომ        გადააგდო მათხოვარმა დადიანის ასულისთვის მიტანილი ყვავილები?

ა) იმიტომ, რომ დამჭკნარი იყო
                          ბ) იმიტომ, რომ დადიანის ასულს არ მოეწონა
                                  გ) იმიტომ, რომ ყვავილების ღირსად არ ჩათვალა
            2          ,, ხარ მოელვარე, ვით სატევარი,
              ემორჩილები მზეს და იადონს,
              მომეცი ნება, ვით სატევარი,
              ლექსი გაჩუქო, ბუნებით ბატონს“
      ვის უწოდა პაოლო იაშვილმა თავის ლესში ,,ბუნებით ბატონი“?
ა) გიორგი ლეონიძეს   ბ) ნიკო ლორთქიფანიძეს   გ) ტიციან ტაბიძეს

3.      რამ შთააგონა ვაჟა ფშაველა ლექსის ,,რამ შემქმნა ადამიანად’’ დაწერის დროს
ა) წვიმამ   ბ) გულქანის ლექსმა   გ) ადამიანთა გაუტანლობამ

4.      როგორ ფიქრობთ, რა ნიშნავს ადამიანად ყოფნა ნოდარ დუმბაძის   მოთხრობა ,,კორიდას“ მიხედვით?
  ა) გებრალებოდეს ცხოველები  ბ) არ გებრალებოდეს ცხოველები  
                    გ) პატივს სცემდე უცხო კულტურას, მაშინაც კი, როცა ის შენთვის გაუგებარია

      5.      გაიხსენეთ ,,ლექსი ვეფხვისა და მოყმისა“. რას ნიშნავს ვეფხვის შესახებ ნათქვამი: ,,თვალნი არისხნა ღვთისანი“?
ა) იმას, რომ ვეფხვს ღვთის თვალი აქვს  ბ) იმას, რომ მოყმეს ვეფხვი  ღვთის მიერ გამოგზავნილ სასჯელად მიაჩნია  გ) იმას, რომ ვეფხვი ძლიერ განრისხებულია
6.      გაიხსენეთ რეზო ინანიშვილის მოთხრობა ,, წიგნი“. რატომ ვერ მოკლა კაცი მთხრობელმა პერსონაჟმა?
ა) დააინტერესა, რა წიგნს კითხულობდა მსხვერპლი  ბ) ააცდინა 
  გ) სროლის დროს ხიდან ჩამოვარდა

7.      გაიხსენეთ ნიკოლოზ ბარათაშვილის ,,ფიქრნი მტკვრის პირას“ . რა არის ბარათაშვილისთვის ,,ჩვენი ყოფა-წუთისოფელი“?
                   ა) აღუვსებელი ქვევრი  ბ) აღუვსებელი კიდობანი   გ) აღუვსებელი საწყაული

8.      გაიხსენეთ ნიკოლოზ ბარათაშვილის ,,ფიქრნი მტკვრის პირას“. რა აწუხებს კეთილ მეფეს?
ა) ის, რომ სამეფოს მემკვიდრე არ რჩება  ბ) შთამომავლობას კარგი სახელი
 დაუტოვოს  გ) საკუთარი ქონება როგორ გაანაწილოს

9.      ვის ეკუთვნის სიტყვები  ,,მარად და ყველგან საქართველოვ, მე ვარ შენთანა“?
             ა) ილია ჭავჭავაძეს   ბ) აკაკი წერეთელს  გ) გიორგი ლეონიძეს
10.    ლექსში,, ქართვლის დედას’’, ვის ავალებს ილია ჭავჭავაძე მომავალი გმირის აღზრდას?
ა) წინაპრებს   ბ) დედას   გ) წიგნს

  11  . გაიხსენეთ დავით კლდიაშვილის  ,,დარისპანის გასაჭირი“, რა უჭირდა დარისპანს?
            ა) ცოლი არ ჰყავდა  ბ) ბიჭი არ ჰყავდა  გ) ქალიშვილებს ვერ ათხოვებდა
12.  რომელი ქართველი მწერალი ელაპარაკებოდა საკუთარ მშობლებს თარჯიმნის მეშვეობით?
       ა) დავით კლდიაშვილი   ბ)აკაკი წერეთელი    გ)ნიკო ლორთქიფანიძე

13 . ,,ქსანზე ნისლად აცურდება წმინდა სული ერითავთა“- წერს მანანა ჩიტიშვილი ლექსში ქართლი“. ვის გულისხმობს პოეტი?
    ა) შალვა და ელიზბარ ერისთავებს   ბ) ბიძინა ჩოლოყაშვილს   გ) დავით და კონსტანტინე მხეიძეებს

 14. ,,ჩემი მორდუ აფხაზეთში იზრდებოდა თარბებთან“- წერს შოთა ნიშნიანიძე ლექსში ,,აფხაზური კანტატა“. რა არის მორდუ?
ა) ძიძა     ბ) გამზრდელი ნათლია   გ) გამზრდელი მამაკაცი

15. ,,ახლოს მივე, შემომხედეს, შმაგიაო, ესე თქვესა“- ვის წინაარმდეგ ბრძოლის ამბავს
ჰყვება ტარიელი?
    ა) ქაჯების    ბ) ხატაელების      გ) ფრიდონის ბიძაშვილების
16. ვის აღწერს შოთა რუსთაველი შემდეგნაირად: ,,ქვე წვა, ვით კლდისა ნაპრალსა, ვეფხვი პირგამეხებული“
         ა)ტარიელს       ბ) ნესტანს     გ) ფარსადანს
17. გაიხსენეთ მიხ. ჯავახიშვილის ,,ეშმაკის ქვა“, რატომ დაიღუპა სოფიო?
              ა) ქვა მოხვდა თავში   ბ) ჩაქოლეს   გ) იჯავრა, თვითონაც რომ მიიღო მონაწილეობა ადამიანის  ჩაქოლვაში
18. ვინ არის ავტორი ლექსისა ,,როდესაც ასე ახლოა გრემი“
     ა) ოთარ ჭილაძე  ბ) არჩილ სულაკაური   გ)მურმან ლებანიძე

19. გაიხსენეთ გიორგი ლეონიძის ,,მარიტა’’, ვისი გადაწყვეტილებით დასაჯეს მარიტა?
        ა) შეთეს      ბ) თავისი დედამთილის   გ) ციციკორეს

20.  გაიხსენეთ, რას შეეწირა რევაზ ინანიშვილის გმირი ვიტგენშტეინი მოთხრობიდან
          ,,ფრთხებიან ყვავები დამბაჩის ხმაზე“
      ა) დუელში მოკლეს    ბ) მატარებლიდან გადმოხტა   გ) თავი მოიკლა
21. რას გვასწავლის იესო ქრისტეს იგავი დამარხული ტალანტი?
   ა) ადამინმა განძი მიწაში უნდა ჩაფლას   ბ) ადამიანმა განძი უნდა დააგროვოს   გ) ადამიანმა    უფლის მიცემული ნიჭი შრომით უნდა გაამრავლოს
22. რომელია სწორი ფორმა
      ა) მარდათ  ბ) მარდად  გ)კარგათ
23. რომელია სწორი ფორმით ჩაწერილი?
     ა) ბოლოსდაბოლოს  ბ) თან და თან   გ) მაინც და მაინც
24 რომელია სწორი ფორმით ჩაწერილი
      ა)  ფოთოლის   ბ) გოდორის   გ) მაწვნის
25. რომელია სწორად ჩაწერილი
        ა) მე-4     ბ)  მე-7-ე     გ) 9-ე
26. რომელია სწორი ფორმით ჩაწერილი
   ა) დედ-მამა ზრუნავენ     ბ) დედ-მამა ზრუნავს    გ)დედმამა ზრუნავს
27. რომელია სწორი ფორმით ჩაწერილი:
   ა) ვუთხარი, ყველაფერი სხვანაირად დამთავრდება-თქო
   ბ) დედას უთხარი, დღეს დამაგვიანდება-მეთქი
    გ) ვიღაცამ თქვა, ჩვენ რუსებზე ადრე გვაქვს მიღებული ქრისტიანობაო
28. რომელ წინადადებაშია დაშვებული შეცდომა:
      ა) ბიჭმა მეგობარს წერილი მისწერა
       ბ) ბროწეულის ყვავილივით ჰყვაოდა მისი სილამაზე
       გ) შვილმა დედას სათამაშოდ გაშვება თხოვა
29. რომელი სიტყვაა სწორად ჩაწერილი:
     ა) ეხლა   ბ) კვირები      გ) რამოდენიმე
30) რომელია სწორი ფორმა
   ა) მე-IV                  ბ)  VII            გ)   XXI-ე
 პასუხები:

1-გ
2-ბ
3-ბ
4-გ
5-ბ
6-ა
7-გ
8-ბ
9-ა
10-ბ
11-გ
12-ა
13-ა
14-გ
15-ბ
16-ბ
17-გ
18-ა
19-გ
20-ა
21-გ
22-ბ
23-ბ
24-გ
25-ა
26-ბ
27-გ
28-გ
29-ბ
30-ბ

საგამოცდო ტესტის მე-11 კლასისათვის

1.      დაასახელეთ, ვის ეკუთვნის შემდეგი სიტყვები:
                                                ესე კამარა ძლივს საცნობო ყოფილ ტაძარად
                        სად კვლავ მეფენი მოწიწებით იდრეკდნენ მუხლსა
                  ა) ნიკოლოზ ბარათაშვილს   2) ალ ჭავჭავაძეს     გ) გრიგოლ ორბელიანს

2.      დაასახელეთ, რომელი მხატვრული ხერხია მოცემული შემდეგ სტრიქონებში:
ხნით დამშვრალი, დაღონებული,

 შენადვე, მეფევ, მოველ ვედრებით..
3.      გაიხსენეთ, რა ეგონა ბარათაშვილის იდუმალი ხმა, რომელიც საბოლოო ჯამში გამორიცხა?
                         ა) სინდისის ხმა   ბ)ეკატერინეს ხნა    გ)მეგორის ხმა
4.      ყურადღებით წაიკითხეთ ლექსი ,,რად ჰყვედრი კაცსა“ და გადმოეცით თქვენი სიტყვებით შინაარსი /ციტირება დაუშვებელია/
და კაცთა შორის, ვით კერძოსა ღვთაებობისა,
    რად გწამს არ იყოს საუკუნო მადლი ტრფობისა?
5    რომელი მხატვრული სახეა ბარათაშვილის ყორანი, ლექსიდან ,,მერანი“?
                                    ა) ალეგორია     ბ) მეტაფორა    გ) სიმბოლო
6  აკაკის აზრით, რატომ არის პოეტი ხან ბრძენი, ხან უგნური?  /უპასუხეთ ციტატის მიხედვით/
7.      გაიხსენეთ აკაკი წერეთლის ,,ბაში აჩუკი“. ვინ გამოაგზავნა ბაში აჩუკი ზაალ არაგვის ერისთავთან?
                ა) შალვა ერისთავმა   ბ) ბიძინა ჩოლოყაშვილმა   გ) ელიზბარ ერისთავმა
8.  გაიხსენეთ აკაკი წერეთლის ,, გამზრდელი“ , რა აწერია ხელისგულზე ჰაჯი უსუბს?
9      . გაიხსენეთ  აკაკი წერეთლის ლექსი ,,რაც არ იწვის, არ ანათებს". რით არ ჰგავს    პოეტის გული საზოგადო კანონს?
10.  აკაკი წერეთლის ,,გამზრდელში’’ გაიხსენეთ სადაური იყო საფარ-ბეგი 
11.  გაიხსენეთ ილია ჭავჭავაძის ,,აჩრდილი“ , რა უძღვის პოემას ეპიგრაფად?
 12.  გაიხსენეთ ილია ჭავჭავაძის ,,ოთარაანთ ქვრივი’’. რომელ ქისაში ინახავდა ქვრივი ვენახის სამუშაოსთვი სახარჯო ფულს? 
 13.  გაიხსენეთ ილია ჭავჭავაძის ,,ოთარაანთ ქვრივი’’.რა ხდება შობის ღამეს?
 14.  გაიხსენეთ ილია ჭავჭავაძის  ,,მგზავრის წერილები“.რომელ მწერალს აგონებდა ილიას თერგი?
15.  გაიხსენეთ ვის უძღვნა ილიამ ,,განდეგილი“?
         ა) ივანე პოტარაცკის      ბ) ილია წინამძღვრიშვილს   გ) ოლღა გურამიშვილს
16.  გაიხსენეთ ილია ჭავჭავაძის წერილი ,,რა გითხრათ, რით გაგახაროთ“, რა იცოდა     
              ქართველმა კაცმა ისეთი, რაც დღეს აღარ იცის? 
17. გაიხსენეთ ილია ჭავჭავაძის ,,მგზავრის წერილები“, რას უთვლის თავის თავს      ოფიცერი მეცნიერულ გამოგონებად? 

18. გაიხსენეთ ალექსანდრე ყაზბეგის ,,ხევისბერი გოჩა“, ვინ მიიმხრო ნუგზარ ერისთავმა მოტყუებით მოხევეთა წინააღმდეგ? 

19. . გაიხსენეთ ალექსანდრე ყაზბეგის ,,ხევისბერი გოჩა“,რა ერქვა მოღალატე ოსებს?

20. გაიხსენეთ ვაჟა ფშაველას ლექსი ,, არაგვს“, ვაჟა წერს:,, მაგრამ ფიქრობენ ვაჟანი სახვალიოდაც ბრძოლასა“ . ვის გულისხმობს ვაჟებში?

Комментариев нет:

Отправить комментарий