პორტფოლიოს ჩანართები

განხორციელებული პროექტები


 

https://www.canva.com/design/DAFlcUkLBrM/50yU7Kn9PqqIYID3bJqCvg/view?utm_content=DAFlcUkLBrM&utm_campaign=designshare&utm_medium=link&utm_source=publishsharelink 




,,ყვითელი ფოთლის სიზმრები" -

წიგნში შესულია ქუთაისის N 21 საჯარო სკოლის მე-6 ბ კლასის  მოსწავლეთა ჩანახატები.

წიგნის შექმნის იდეა ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე შესრულებულმა საკონტროლო წერის ნაშრომების გასწორების შემდეგ გაჩნდა.  მოსწავლეებს დავალებული ჰქონდათ გაპიროვნების ხერხის გამოყენებით შეექმნათ ჩანახატები ყვითელ ფოთოლზე. მათ დავალებას თავი შესანიშნავად გაართვეს, ამიტომაც გადავწყვიტეთ ეს ნაშრომები წიგნად გამოგვეცა. იდეა პროექტად ვაქციეთ და განვახორციელეთ. რადგან ყველას ერთნაირი დავალება ჰქონდათ მიცემული, წიგნს სათაურად ,,ყვითელი ფოთლის სიზმრები“ დავარქვით, მერე სიზმრები მოსწავლეთა სიის მიხედვით გადავნომრეთ და წიგნიც ასე შეიქმნა.

ჩვენი მიზანი იყო წაგვეხალისებინა მოსწავლეთა ინიციატივები, ხელი შეგვეწყო მათში ფანტაზიისა და შემოქმოქმედებითი უნარების განვითარებისთვის, ჩამოგვეყალიბებინა  მხატვრული სიტყვისადმი, ზოგადად ლიტერატურისადმი სიყვარული, ამავე დროს გაგვეღვიძებინა ცოცხალი და არაცოცხალი ბუნებისადმი ზრუნველობითი დამოკიდებულება.  დანარჩენი კი მკითხველმა განსაჯოს.

წარმატება მინდა ვუსურვო ჩემს მოსწავლეებს და მადლობა მათ მშობლებს პროექტის ფინანსური მხარდაჭერისთვის!

ნანა ცანავა

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

2018-19 სასწ.წ.






სასწავლო პროექტი ,,ვისაც გსურთ ჩემთა ამბავთა ცნობა" 

პრეზენტაცია  პრეზენტაცია  პრეზენტაცია  პრეზენტაცია

,,აღდგომა" საგანმანათლებლო-სოციალური პროექტი

   სასწავლო პროექტი ,,ჩემი აფხაზეთი" 

  ელექტრონული ჟურნალი ,,ჩვენ"- მოსწავლეთა 

     შემოქმედება

 ადამიანი და მისი პერსონალური გარემო


5. 



პროექტი ,,აღდგომა’’

პროექტის მიზანი
პროექტი ,,აღდგომა’’ საგანმანათლებლო და საქველმოქმედო დანიშნულებისაა. იგი ემსახურება წიგნიერების დონის ამაღლებას და ქველმოქმედებას, გამიზნულია  მე-6 კლასელი მოსწავლეებისთვის.
 პროექტი ითვალისწინებს ეროვნული სასწავლო გეგმის საგნობრივი  სტანდარტით მოცემული უნარ-ჩვევების განვითარებას, ლექსის წერის ელემენტარული ტექნიკის გაცნობას, როგორიცაა რითმა, რითმის სახეები ადგილმდებარეობის , მარცვალთა რაოდენობის, ბგერწერის მიხედვით, რიტმი, მხატვრული ხერხები და ა.შ.
 მოსწავლეებს განუვითარდათ ისეთი ზოგადადამიანური უნარები, როგორიცაა კომუნიკაცია, სხვისი თანაგრძნობა, სოციალურად გაჭირვებული პირის დახმარება, ქველმოქმედება.
 ამას გარდა, ისინი გაეცნენ  სტამბური ბეჭდვის ტექნიკას,  წიგნების რეალიზების ხერხებს, ბიზნესისა და მარკეტინგის ელემენტარულ უნარებს.
პროექტის აღწერა
წინასააღდგომო დღეებში გაჩნდა იდეა, დაგვეწერა ლექსი იესო ქრისტეს ცხოვრების შესახებ, გამოგვეცა წიგნი, გაგვეყიდა და აღებული ფულით დავხმარებოდით ჩვენი სკოლის სოციალურად გაჭირვებულ მოსწავლეს.
ლექსზე ვმუშაობდით 2 კვირის განმავლობაში (ცოტნე სხილაძე, მარიამ ქავთარაძე, მარიამ ვერულაშვილი, მარიამ ვაშაკიძე და თამარ ქებულაძე).თავდაპირველად ბავშვებმა გადაიკითხეს ქრისტეს ცხოვრების რედაქტირებული გამოცემები, გავლექსეთ ქრისტეს დაბადების, სასწაულების, ჯვარცმისა და აღდგომის ეპიზოდები. შემდეგ შევარჩიეთ ინტერნეტიდან შესაბამისი მართლმადიდებელი ხატები. კომპიუტერულად წიგნი გამართა  ალექსი ჭოლაძემ.  წიგნის დაბეჭდვაში კი დაგვეხმარა მისი მამა, მამუკა ჭოლაძე. სააღდგომოდ  დავიწყეთ წიგნების გაყიდვა ეზოებში, სკვერებში, მარკეტებში. ამავე დროს სკოლის ბიბლიოთეკაში დირექტორის ნებართვითა და ხელშეწყობით დავდევით ყუთი წიგნებთან ერთად. მოსწავლეები მიდიოდნენ, თავიანთი ხელით ყრიდნენ თანხას ყუთში და იღებდნენ წიგნებს. ასე მოვაგროვეთ სტამბის ფული(500 ლარი) და ზედმეტი 200 ლარი გადავეცით ჩვენი სკოლის სოციალურად ყველაზე დაბალქულიანი სტატუსის მქონე მოსწავლეს, ვახტანგ ხაინდრავას. პროექტში ჩაერთო მე-7 ა კლასი, რომელმაც საკუთარი ინიციატივით შეაგროვა პროდუქტები .
პროექტის შედეგები
პროექტის შედეგად შეიქმნა წიგნი ,,აღდგომა“ და დამზადდა სამი  ვიდეოკლიპი. 2012 წლის 30 მაისს გაიმართა პრეზენტაცია, რომელსაც დაესწრო სკოლის ადმინისტრაცია და მასწავლებლები. პრეზენტაციაზე მოვიწვიეთ აგრეთვე ვახტანგ ხაინდრავა დედასთან ერთად. შეხვედრის დასრულებისთანავე დირექტორმა, ქ-მა რუსუდან ჭეიშვილმა, ოფიციალური სიტყვის შემდეგ თანხა გადასცა ქ-ნ ნანა ხაინდრავას, ვახტანგ ხაინდრავას დედას,ხოლო პროექტის ხელმძღვანელმა, ქ-მა ნანა ცანავამ, ბავშვების სახელით მასვე გადასცა შეგროვებული პროდუქტები .




პროექტის მსვლელობა





პროექტი ,,ჩემი აფხაზეთი’’

პროექტგაკვეთილის  გეგმა
პროექტგაკვეთილის  ჩატარების დღე: 8.05. 2014
სკოლა:   N 21 საჯარო                     კლასი VIII
მასწავლებელი: ნანა ცანავა
გაკვეთილის ძირითადი  თემა  ,,ჩემი აფხაზეთი’’
/საკითხი და ქვესაკითხები:
1.      აფხაზეთზე მიძღვნილი ლექსები
2.      აფხაზეთის ისტორია და მდებარეობა;
3.      აფხაზეთის ეთნოგრაფია და რელიგია;
4.      აფხაზეთის კულტურული მეკვიდრეობა;
5.      აფხაზური ენა და ლიტერატურა;
6.      აფხაზეთის ომი
7.      რეალური ისტორიები;

მოსწავლეები მოიძიებენ აფხაზეთზე მიძღვნილ ლექსებს და წაიკითხავენ მხატვრულად,  მოიპოვებენ ინფორმაციებს აფხაზეთის ისტორიისა და მდებარეობის, აფხაზეთის ეთნოგრაფიისა და რელიგიის, აფხაზეთის კულტურული მეკვიდრეობის, აფხაზური ენისა და ლიტერატურის, 1992-93 წლების აფხაზეთის ომის შესახებ, შეაგროვებენ და წარმოადგენენ აფხაზეთის ომის დროს დაზარალებული და დევნილი ხალხის რეალურ ისტორიებს;

გამოუმუშავდებათ ინფორმაციის მოძიების, დახარისხების, რეზიუმირების, გუნდური მუშაობის, პრეზენტაციის უნარები.
 განუვითარდებათ საკუთარი ქვეყნის ისტორიისადმი პატრიოტული თვითშეგნება, საქმისადმი პასუხისმგებლობა, სხვის მიმართ თანაგრძნობის, სხვისი ტკივილის გაზიარებისა და დევნილი მოსახლეობისადმი მეტი ყურადღების გამოვლენის უნარები.

გაკვეთილზე გამოყენებული ძირითადი მეთოდები/სტრატეგიები: პრეზენტაციები
ძირითადი სასწავლო რესურსები: ლეპტოპი, პროექტორი, ხმის გამაძლიერებლები,
გაკვეთილის მსვლელობა
სულ შექმნილია 7 ჯგუფი, რომლებიც თანმიმდევრობით წარმოადგენენ პრეზენტაციებს.
მოსწავლეთა ცოდნის შეფასება/შემოწმება: პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა
ეროვნული სასწავლო გეგმის პუნქტები:
ქართ. VIII. 4. მოსწავლეს შეუძლია ზეპირი გამოსვლის მოსამზადებლად სტრატეგიების არჩევა და გამოყენება. 
ქართ. VIII. 6. მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს ტექსტის შესაბამისობა კონკრეტულ მიზანსა და აუდიტორიასთან.
ქართ. VIII. 9. მოსწავლეს შეუძლია კითხვის მიზნის შესაბამისი სტრატეგიების გამოყენება.
ქართ. VIII. 11. მოსწავლეს შეუძლია  წერილობითი ტექსტის ფორმისა და სტილის შერჩევა მიზნისა და აუდიტორიის გათვალისწინებით.
ქართ. VIII. 12. მოსწავლეს შეუძლია ენობრივ-გრამატიკული სტრუქტურებისა და ხერხების მართებულად გამოყენება სხვადასხვა სახის ტექსტების შესაქმნელად.
ქართ. VIII. 13. მოსწავლეს შეუძლია წერის სტრატეგიების გამოყენება ნაწერის ეფექტური ორგანიზებისათვის. 
                                             პრეზენტაციის  შეფასების რუბრიკა
/ფასდება 0, 1, ან 2 ქულით/
მოხსენების სათაური:______________________________________
წარმომდგენები:_________________________________
თარიღი:_______________________________________
კრიტერიუმები

0/1/2
ინფორმაციის სიზუსტე და საკმარისობა


მიზნის სიცხადე,
მასალის ორგანიზება, პრეზენტაციის ვიზუალურობა


საპრეზენტაციო უნარების გამოყენება
 შესაბამისი არავერბალური
საშუალებები (ჟესტები, პოზა)


გამართული და სწორი
მეტყველება



გუნდში შეტანილი წვლილი


ჯამი







მოსწავლეებმა მოიძიეს აფხაზეთზე მიძღვნილ ლექსები და წაიკითხეს მხატვრულად,  მოიპოვეს ინფორმაციები აფხაზეთის ისტორიისა და მდებარეობის, აფხაზეთის ეთნოგრაფიისა და რელიგიის, აფხაზეთის კულტურული მეკვიდრეობის, აფხაზური ენისა და ლიტერატურის, 1992-93 წლების აფხაზეთის ომის შესახებ, შეაგროვებეს და წარმოადგენეს აფხაზეთის ომის დროს დაზარალებული და დევნილი ხალხის რეალური ისტორიები;

გამოუმუშავდათ ინფორმაციის მოძიების, დახარისხების, რეზიუმირების, გუნდური მუშაობის, პრეზენტაციის უნარები.
 განუვითარდათ საკუთარი ქვეყნის ისტორიისადმი პატრიოტული თვითშეგნება, საქმისადმი პასუხისმგებლობა, სხვის მიმართ თანაგრძნობის, სხვისი ტკივილის გაზიარებისა და დევნილი მოსახლეობისადმი მეტი ყურადღების გამოვლენის უნარები.

გაკვეთილზე გამოყენებული ძირითადი მეთოდი იყო  პრეზენტაციები
ძირითადი სასწავლო რესურსები: ლეპტოპი, პროექტორი, ხმის გამაძლიერებლები,
გაკვეთილის მსვლელობა
სულ შეიქმნა 7 ჯგუფი, რომლებმაც თანმიმდევრობით წარმოადგენეს მათ მიერ მომზადებული  პრეზენტაციები.
პირველად გამოვიდნენ მსახიობები, რომლებმაც ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია წარმოადგინეს აფხაზეთზე. შემდეგ ისტორიკოსებმა ისაუბრეს აფხაზეთის მდებარეობისა და მისი ისტორიის შესახებ, რომელიც მოიცავდა აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები უძველესი ტომების ისტორიას უძველესი დროიდან მე-20 საუკუნემდე.
 ეთნოგრაფების ჯგუფმა წარმოადგინა პრეზენტაცია ,,აფხაზეთის ეთნოგრაფია და რელიგია’’; მათ ისაუბრეს აფხაზეთის უძველეს ტრადიციებზე, საცხოვრებელ გარემოზე, ადათ-წესებზე, ქალისა და მამაკაცის როლზე ოჯახში, სამზარეულოზე, უძველეს რწმენაზე, ფოლკლორულ ნიმუშებზე;
ხელოვნებათმცოდნეებმა წარმოადგინეს ,,აფხაზეთის კულტურული მეკვიდრეობა’’; მათ ყურადღება გაამახვილეს ციხეებზე და ეკლესია-მონასტრებზე, მათ ისტორიაზე და ახლანდელ მდგომარეობაზე;
ლიტერატორებმა დაამუშავეს საკითხი -,,აფხაზური ენა და ლიტერატურა’’; აქ მათ წარმოდგენილი ჰქონდათ აფხაზური ენის ნათესაობის, მისი ფონეტიკური წყობის, დამწერლობის შექმნის ისტორია, აგრეთვე აფხაზური ლიტერატურის წარმომადგენლების, მწერლების შესახებ ინფორმაციები.
 პოლიტიკოსების ჯგუფმა -,,აფხაზეთის ომი 1992-93 წწ-ში’’,ისაუბრეს ომის სხვადასხავა ეტაპებზე, ბძოლების განვითარებაზე, ქრონოლოგიაზე, აგრეთვე წარმოადგინეს ქართველი გმირის, ჟიული შარტავას ტრაგიკული ისტორია, მისი დახვრეტის ამბავი, რომელიც საქართველოს-კათალიკოს-პატრიარქს მოუყვა ერთმა რუსმა ჯარისკაცმა.
 ხოლო ჟურნალისტებმა გაგვაცვნეს დევნილი მოსახლეობის რეალური ისტორიები, რომელთაგან ერთი წარმოადგინა თავად ერთ-ერთმა მოსწავლემ, აფხაზეთიდან დევნილმა, ლიკა უგრეხელიძემ, მისმა გამოსვლამ მეტად ემოციური დატვირთვა გამოიწვია დამსწრეებზე. ჟურნალისტებმა წარმოადგინეს აგრეთვე ფრაგმენტები  აფხაზი გოგონას დღიურიდან და ერთ-ერთ დევნილთან აღებული ინტერვიუ, რომელიც თავად ჩაწერეს.

მოსწავლეთა ცოდნის შეფასება/შემოწმება მოხდა პრეზენტაციის შეფასების რუბრიკით.
გაკვეთილი ემოციურად და საინტერესოდ წარიმართა.





                 

                       



ელექტრონული ჟურნალი ,,ჩვენ"

მე-8 კლასელების მიერ შექმნილი საკუთარი შემოქმედების ამსახველი ლიტერატურული ალმანახი, რომელიც ძირითადად სახელმძღვანელოებში შესული ერთ-ერთი დავალების შესრულებულმა ნიმუშებმა შთაგვაგონა.

 პროექტი ,,ადამიანი და მისი პერსონალური გარემო“  

პროექტის განხორციელების ვადა:  3 თვე /2013 წლის მარტი, აპრილი, მაისი/
ადგილი:  ქუთაისის N21 საჯარო სკოლა                                      
კლასი: VII ბ  და საბაზო საფეხურის სხვა კლასები
პროექტის ავტორი: ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნანა ცანავა
თანაავტორები: რიტა ტუკვაძე - ინგლისური ენის მასწავლებელი
                            ხათუნა ჯინჭარაძე - სახვით და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი
                            ბელა დურგლიშვილი - N41 ფიზიკა-მათემატიკური სკოლის ქართული
                           ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
პროექტის სახელწოდება: ,,ადამიანი და მისი პერსონალური გარემო’’
პროექტი ჩატარდა ,,საქართველოს ფორუმი - პარტნიორები განათლებაში  2013’’ გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში
      კონკურსის პარტნიორები იყვნენ შემდეგი ორგანიზაციები:
      Microsoft საქართველო
      Intel
      საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტი, ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტი)
      მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი (პროგრამა “ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“, „მასწავლებელთა ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ისტ) ტრენინგების“ პროგრამა)
      აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაწყებითი განათლების პროექტი
      ბრიტანეთის საბჭო საქართველოში
Innovative Systems Management
კონკურის მიზანი იყო:
          ინოვაციური სწავლა/სწავლების მეთოდებისა და ტექნოლოგიების გამოყენების გზით
              სასწავლო პროცესის ხარისხის ზრდის ხელშეწყობა
ამოცანები:
o   მასწავლებლების მოტივირება
o   სასწავლო პროცესში ტექნოლოგიების ინტეგრირება
o   მასწავლებლებს შორის კოლაბორაციის და კომუნიკაციის ხელშეწყობა
o   სწავლა/სწავლების ინოვაციური პრაქტიკების გამოვლენა-გაზიარება
კონკურსში მონაწილეობა გულისხმობდა მასწავლებლის მიერ (ინდივიდუალურად ან თანაავტორებთან ერთად) სკოლაში განხორციელებული პროექტის პრეზენტირებას ეროვნული სასწავლო გეგმის, მოცემული პირობებისა და ინსტრუქციების შესაბამისად
ჩემი პროექტის მიზანი იყო ესთეტიკური და სამოქალაქო განათლების ხელშეწყობა ზოგადსაგანმანათლებლო  სკოლების  საბაზო  საფეხურზე;
პროექტი ეხებოდა საზოგადოებაში არსებულ ესთეტიკურ და სამოქალაქო განათლების დეფიციტს  ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: გარემო და ადამიანის ჩაცმულობა, პირადი და საზოგადოებრივი სივრცისადმი დამოკიდებულება.
  პროექტის მიზნის მისაღწევად დასახული იყო შემდეგი ამოცანები:
ü  ინტეგრირებული გაკვეთილი ქართული, ხელოვნება, ინგლისური),რომლის დროსაც მოსწავლეებმა  აღწერის ხერხების გამოყენებით დაახასითეს პერსონაჟები ხელოვნებასა და ლიტერატურაში და მიღებული ცოდნა გამოიყენეს  სიმულაციურად ცხოვრებისეულ სიტუაციაში; (მზადება 3 კვირის განმავლობაში, რომლის დროსაც მოსწავლეები რეგულარულად გეგმავდნენ და აფასებდნენ საკუთარ სამუშაოს);
ü  სოციოლოგიური კვლევა (სამიზნე ჯგუფში მოცემული საკითხების შესახებ                                           შეხედულებების დადგენა) 1 დღე;
ü  ლექცია (გაიღრმავებენ ცოდნას ფსიქოლოგიაში) 1 აკად. სთ
ü  პროექტგაკვეთილი (წარმოადგენენ სასწავლო პროექტებს) მზადება 3 კვირის განმავლობაში.  მოსწავლეები რეგულარულად აფასებენ და გეგმავენ საკუთარ სამუშაოს;
ü  ვიდეოკონფერენცია (გამართავენ დისკუსიას სხვა სკოლის მოსწავლეებთან) 1 აკად. სთ.         
 პროექტში  გამოყენებული იყო სწავლების თანამედროვე  პედგოგიური მიდგომები:
სხვადასხვა სტრატეგია:
დისკუსია, სიმულაციები, დეტალებზე დაკვირვება, ინტერდისციპლინური თემატური რკალების გაკეთება კითხვა-პასუხის მეთოდით, მოდიფიცირებული ვენის დიაგრამები, პრეზენტაციები, ვიდეოფილმისა და ფოტოსურათების შედარებითი ანალიზი კითხვა-პასუხის მეთოდით, ვიქტორინა, ანკეტური გამოკითხვა, ლექცია, ვიდეოკონფერენცია -  ვიდეოჩართვა სხვა სკოლასთან.
სწავლების ორგანიზების ფორმები იყო: ინდივიდუალური, წყვილური, ჯგუფური;
პროექტის ფარგლებში მოსწავლეების მიერ შეიქმნა :
1.      მოდიფიცირებული ვენის დიაგრამით პერსონაჟების შედარებითი დახასიათებების ამსახველი ფორმატები;
2.      სასწავლო პროექტები და მათი შესაბამისი სლაიდშოუები Microsoft PowerPoint - ის გამოყენებით:
3.  სოციოლოგიური გამოკვლევის ავტომატური დამუშავების ელეტრონული ცხრილი   Microsoft Excel - ის გამოყენებით:
4. პროექტის ბლოგი , რომლის მისამართია :http://adamianigaremo.blogspot.com/
მოსწავლეებმა შეძლეს:
§  სხვადასხვა ლიტერატურული პერსონაჟის შედარებითი დახასიათება მათი პორტრეტებისა და პერსონალური სივრცეების ანალიზის საფუძველზე;
§   ცოდნის კონსტრუირება და სინთეზირება სასწავლო პროექტებში ინტერნეტის გამოყენებით;
§  პრეზენტაციების განხორციელება პერსონალური კომპიუტერისა და პროექტორის გამოყენებით;
§   Skype - ის  გამოყენება პროექტებზე ერთობლივ მუშაობაში ვიდეოკონფერენციის დროს;
        Skype- ის გამოყენებამ მოსწავლეებს საშუალება მისცათ საკლასო ოთახის მიღმა ერთმანეთთან დაემყარებინათ კომუნიკაცია, ვიდეოკონფერენციით პარტნიორ სკოლასთან ერთად გაემართათ დისკუსია და ამით მოეხდინათ ცოდნის კონსტრუირება და კოლაბორაცია.
სასწავლო პროექტების შექმნის დროს მოსწავლეები გასცდნენ შესწავლილ მასალას და ინტერპრეტირების, სინთეზისა და შეფასების გზით შექმნეს ახალი ცოდნა;
მათ მოიძიეს ინფორმაციები, თუ როგორ უკავშირდება ერთმანეთს ჩაცმის სტილი და ადამიანის გარემო, ტანსაცმლის ფერი და  ადამიანის ხასიათი,  როგორ ფორმას ატარებენ მოსწავლეები უცხოეთის სხვადახვა სკოლაში, როგორ ცვლის გარემო ადამიანის ვიზუალობას, როგორია ადამიანთა დამოკიდებულება როგორც პერსონალური, ისე საზოგადოებრივი სივრცისადმი.
სასწავლო პროცესი გასცდა საკლასო გარემოს და თემატურ პარამეტრებს შემდეგი აქტივობებით:
q   ლექციით, რომლითაც მოსწავლეებმა გარკვეული ცოდნა შეიძინეს ფსიქოლოგიაში;
q  ვიდეოკონფერენციით  შეძლეს სხვა სკოლასთან დაკავშირება და დისკუსიის გამართვა;
q  სასწავლო პროექტების შექმნით, რომლის დროსაც მათ შეისწავლეს  ადამიანთა რეალური
    საცხოვრებელი გარემო, გაიმდიდრეს ცოდნა ინტერნეტიდან მოძიებული მასალებით.
პროექტი ეხება რეალური სამყაროს პრობლემებს და მნიშვნელოვანია როგორც ლოკალური, ისე გლობალური საზოადოებისთვის, რადგან,  ერთი მხრივ,  მიმართულია სამიზნე-ჯგუფის ღირებულებების, დამოკიდებულებების, პრობლემების   შესწავლასა და მათი კულტურული დონის ამაღლებისაკენ, ხოლო, მეორე მხრივ, ისეთი საკითხები, როგორიცაა:  ჩაცმის სტილი და მისი შესაბამისობა გარემოსთან,  პერსნალური გარემო და ადამიანის ხასიათი, თანაბრად საინტერესოა ყველა ქვეყნისა და ასაკის ადამიანისთვის.
მოსწავლეები თანამშრომლობენ ერთმანეთთან შემდეგი აქტივობების განხრცილებისას:
ü  ვენის დიაგრმების შექმნის დროს ინტერდისციპლინარულ და ინტეგრირებულ
    გაკვეთილზე (ჯგუფური მუშაობის ფორმა);
ü  სასწავლო პროექტების შექმნის დროს (ჯუფური მუშაობის ფორმა);
ü  ვიდეოკონფერენციის დროს სხვა სკოლის მოსწავლეებთან და
    მასწავლებლებთან დისკუსიის გამართვით;
ისტ-ი გამოყენებული იყო სწავლების შემდეგ ეტაპებზე:
ü  ინტეგრირებულ გაკვეთილზე ფერწერული ტილოებისა და ფოტოების აღწერის ეტაპზე, ფილმის ნაწყვეტის ჩვენებისას, ვიქტორინის და საშინაო დავალების მაპროვოცირებელი აქტივობის დროს; (ამ აქტივობისას მოსწავლეებმა შეძლეს ცოდნის კონსტრუირება ხელოვნებაში ქართულსა და ინგლისურში);
ü  სასწავლო პროექტების  შექმნისა და პრეზენტაციების დროს; (შექმნეს ახალი
          ცოდნა საკლასო ოთახს გარეთ, შეძლეს კოლაბორაცია)
ü  ვიდეოკონფერენციის დროს (გასცდნენ საკლასო ოთახს და შეძლეს ეფექტური
     კომუნიკაცია სხვა სკოლის მოსწავლეებთან);
ü  ანკეტური გამოკითხვის ანალიტიკური ანგარიში Microsoft Office Excel 2007-ში;
ოთხივე აქტივობა გათვლილი იყო ისტ-ის აქტიურ გამოყენებაზე, რომლის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა სწავლება-სწავლის კონკრეტული შედეგების მიღწევა. თანამედროვე  სწავლება შეუძლებელია ისტ-ის გამოყენების გარეშე. იგი ამაღლებს მოსწავლეთა მოტივაციას, ქმნის სასწავლო განწყობას, გვაძლევს უსაზღვრო შესაძლებლობებს -  დროის  მცირე მონაკვეთში მოვიძიოთ საინტერესო ინფორმაციები,  აუდიო-ვიდეო მასალები, ფოტოები, გავეცნოთ მეცნიერებისა და ტექნიკის უახლეს მიღწევებს და ა.შ.
პროექტი ითვალისწინებდა ინოვაციური სწავლების პრაქტიკას, რომელშიც ისტ-ი გამოყენებულია როგორც სწავლის ფორმის შეცვლის ინსტრუმენტი. ჩვენ შევძელით ერთ გაკვეთილზე  ერთმანეთთან დაგვეკავშირებინა ლიტერატურა და ფერწერა, - ამოგვეცნო პერსონაჟების ხასიათები მათი პორტრეტებისა და საცხოვრებელი გარემოს მიხედვით. ისტ-ის საშუალებით ერთმანეთს დაუკავშირდა, ერთი შეხედვით, ისეთი  განსხვავებული ავტორები, როგორებიცაა ილია ჭავჭავაძე, ალფონს დოდე, და, მეორე მხრივ, ვასნეცოვი, რემბრანდტი და ვან გოგი. ისტ-ის გამოყენებით მოსწავლეებმა შეძლეს სასწავლო მასალაზე დაყრდნობით აეგოთ ახალი ცოდნა, (რომელიც წარმოადგინეს ოთხ სასწავლო პროექტში), ორი განსხვავებული აუდიტორიის გაერთიანება საერთო თემატიკის ირგვლივ, მოაწყვეს ონლაინგამოკითხვა სოციალურ ქსელში (Facebook)  სადისკუსიო თემების შესახებ.
ჩემს პროფესიულ პრაქტიკაში ვცდილობ ფეხი ავუწყო თანამედროვე მოთხოვნებს, მუდმივად ვზრუნავ კვალიფიკაციის ამაღლებაზე, ვცდილობ, ვიყო ლიდერი სკოლასა და პროფესიულ საზოგადოებაში. კარგად მესმის ციფრული ტექნოლოგიების ეფექტური გამოყენების ზეგავლენა და მნიშვნელობა სასწავლო პროცესზე. მაქვს საკუთარი ელექტრონული პორტფოლიო, nanacanava.blogspot.com  რომელზედაც ატვირთულია პრეზენტაციები, პროექტები, ბლოგები, სხვადასხვა მასალა. ამავე დროს ხელს ვუწყობ  სხვა მასწავლებლების განვითარებას, კონკრეტულად, ამ პროექტში ჩავრთე სამი მასწავლებელი, რითაც ორ მათგანს მიეცათ კრედიტების მიღების საშუალება.

P.S. მოხარული ვარ, რომ საშუალება მომეცა, მონაწილეობა მიმეღო ასეთ საინტერესო კონკურსში, რისთვისაც მადლობას ვუხდი იდეის ავტორებს და პარტნიორ ორგანიზაციებს.

Комментариев нет:

Отправить комментарий