პორტფოლიოს ჩანართები

ინტეგრირებული სამოდელო გაკვეთილების გეგმები


სახელოვანი სიკვდილი თუ ნაზრახი სიცოცხლე


პორტრეტი და  ადამიანის საცხოვრებელი
 გარემო  მისი პიროვნების ამოსაცნობად
                                        გაკვეთილის გეგმა

აკვეთილის  ჩატარების დღე: 29 მარტი 2013 წელი
სკოლა:   ქუთაისი 21-ე საჯარო სკოლა, კლასი   VII
მასწავლებლები: ქართული ენა და ლიტერატურა - ნანა ცანავა
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი -  ხათუნა ჯინჭარაძე
ინგლისურის მასწავლებელი - რიტა ტუკვაძე
გაკვეთილის ძირითადი  თემა/საკითხი და ქვესაკითხებიპორტრეტი და  ადამიანის  
    საცხოვრებელი გარემო  მისი პიროვნების ამოსაცნობად
   ილია ჭავჭავაძის ,,კაცია ადამიანისა?!” და ალფონს დოდეს ,,ტარტარენ  
 ტარასკონელის უჩვეულო თავგადასავლის“ მიხედვით
მისაღწევი შედეგები(ცოდნა, უნარები, დამოკიდებულებები)
 იმსჯელებენ ლიტერატურასა და ფერწერაში პერსონაჟის პიროვნულ თვისებებზე მათი პორტრეტებისა და საცხოვრებელი გარემოს მიხედვით;
გაიხსენებენ პერსონაჟის დახასიათების ხერხებს როგორც ლიტერატურაში, ასევე ხელოვნებში;
დააკვირდებიან დეტალებს და ინგლისურ ენაზე შეძლებენ ამოიკითხონ მათში  პერსონაჟის თვისებები;
შეადარებენ ერთმანეთს ლუარსაბისა და ტარტარენ ტარასკონელის საცხოვრებელ გარემოს, პორტრეტებსა ქმედებებს, შეხედულებებს და ამოიცნობენ მათს პიროვნულ თვისებებს;
ინგლისურ ენაზე შეძლებენ დააკავშირონ საკითხი ცხოვრებისეულ მაგალითებთან ;
ნახავენ ნაწყვეტს კინოფილმიდან ,,კაცია ადამიანი?!” და შეადარებენ ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმთან;
განუვითარდებათ მსჯელობის , კრიტიკული და ლოგიკური აზროვნების, დეტალეზე დაკვირვების, დიაგრამების შედგენის, პრეზენტაციის, ხელოვნების სხვადასხვა დარგის სინთეზური აღქმისა და გააზრების უნარები; გაიუმჯობესებენ ინგლისურ ენაზე კომუნიკაციისა და ლაპარაკის უნარებს;
გამოუმუშავდებათ მარადიულ ღირებულებებზე ორიენტაცია,  ესთეტიკური დამოკიდებულება ხელოვნების სხვადასხვა დარგის მიმართ.
გაკვეთილზე გამოყენებული ძირითადი მეთოდები/სტრატეგიები:
კითხვა-პასუხის მეთოდი;
პრეზენტაცია;
სურათზე დაკვირვება და ხასიათის წაკითხვა;
სიმულაცია;
დისკუსია;
 გამოიყენებენ ინდივიდუალური, წყვილური და ჯგუფური მუშაობის ფორმას;

ძირითადი სასწავლო რესურსები:
4 ფორმატი, თაბახის ფურცლები; სტიკერები, ფლომასტერები; შეფასების რუბრიკები;  კომპიუტერი; პროექტორი; სლაიდშოუ; ნაწყვეტი ფილმიდან ,,კაცია ადამიანი?!“ , რობერტ სტურუას სპექტაკლის ,,კაცია ადამიანის?!“ ტრეილერი http://www.youtube.com/watch?v=-Uh51ZDCyZo


გაკვეთილის მსვლელობა (აქტივობების აღწერა):
A .       გამოწვევა/მოლოდინების განსაზღვრა
1.        გაკვეთილის თემის, მიზნისა და შეფასების რუბრიკების გაცნობა;
ა) სადისკუსიო კითხვა: როგორ ფიქრობთ, შეიძლება თუ არა ადამიანის   
      გარეგნობაში მისი ხასიათიც ჩანდეს?
ბ) შეგიძლიათ თუ არა დაახასიათოთ ადამიანი მისი საცხოვრებელი 
     გარემოს მიხედვით?


დრო


8 წთ



B.       ცოდნის კონსტრუირება
1. .    ვერბალური აღწერის მიხედვით პიროვნების დახასიათება;(ინგლისური)
                      ა)   აღწერეთ წარმოსახვითი ოთახი ინგლისურ ენაზე და
                           ოთახის მიხედვით დაახასიათეთ მისი პატრონი  - გამოყენებულია
                           წყვილური მუშაობის ფორმა                         
                      ბ)  რეალური, ცხოვრებისეული ფოტოსურათის აღწერის მიხედვით
                            პიროვნების დახასიათება და ამ პიროვნების ამოცნობა;
 2. 1.  დისკუსია ხელოვნებიდან:
          ა)  ხელოვნების რომელ დარგთან  ანათესავებს ყველაზე მეტად აღწერის
                  ხერხები ლიტარატურას?
          ბ) რა ეწოდება ადამიანის გარეგნობის აღწერას ლიტერატურასა და
                ფერწერაში?
         გ)  განვითარების რამდენი ეტაპი გაიარა პორტრეტმა?
         დ) იგრძნობა თუ არა პორტრეტში ადამიანის ხასიათი?
         ე) შეიძლება თუ არა საცხოვრებელი გარემოს მიხედვით ვიმსჯელოთ
             ადამიანის პიროვნულ თვისებებზე?
                       
2.        . ფერწერული სურათების/პორტრეტებისა და სახოვრებელი ოთახის/ მიხედვით პერსონაჟის ხასიათის ამოცნობა;(ნაჩვენებია ვასნეცოვის ,,ივანე მრისხანე“, რემბრანტის ,,მოხუცი ქალის პორტრეტი“ და ,,ვან გოგის ოთახი“) - გაიმართება დისკუსია

3.           ჯგუფური მუშაობა : პრეზენტაციები
   ჯგუფი - ლუარსაბისა და ტარტარენის
      დახასიათება მათი პორტრეტების მიხედვით;
II    ჯგუფი - ლუარსაბისა და ტარტარენის
      დახასიათება მათი საცხოვრებელი გარემოს
                   მიხედვით;
III   ჯგუფი - ლუარსაბისა და ტარტარენის
      დახასიათება მათი ქმედებების მიხედვით;
Iv   ჯგუფი - ლუარსაბისა და ტარტარენის
    დახასიათება მათი შეხედულებების მიხედვით;

                                                          




10 წთ



10 წთ














12 წთ







C.       გამთლიანება/რეფლექსია

1.      2 წთ -იანი ნაწყვეტი კინოფილმიდან ,,კაცია ადამიანი?!“ /ნასწავლი მასალის შესაბამისად/
2.      ვიქტორინა:
ა) ილიას სახლ-მუზეუმისა და სამუშაო კაბინეტის ფოტოების ჩვენება და მათი მფლობელის დახასიათება-ამოცნობა; (ფილმში ნანახისა და სურათზე ნანახის შედარების მიზნით)
ბ) საშინაო დავალების მისაცემად მოსამზადებელი კითხვის მიცემა:
რა არის სამშობლო ლუარსაბის აზრით?
/ჩამოთვლილთაგან აირჩიეთ ერთი პასუხი/
1.      ენა
2.      მამული
3.      სარწმუნოება
4.      ჭამა
3.      რობერტ სტურუას ,,კაცია ადამიანის?! ინტერპრეტაციის ჩვენება
4.      საშინაო დავალებად ესეს მიცემა: ,,ცხოვრება ჭამისთვის თუ ჭამა ცხოვრებისთვის
5.      შეფასება, თვითშეფასება, ურთიერთშეფასება


   





5 წთ





მოსწავლეთა ცოდნის შეფასება/შემოწმება: რუბრიკებით
პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა
საკითხი სწორად და ადეკვატურადაა გააზრებული

4
მსჯელობა დასაბუთებულია და გამყარებულია არგუმენტებით

3
მეტყველება გამართულია და დამაჯერებელი

2
გამოირჩევა საკითხის ორიგინალური გააზრებით

1
თვითშეფასების და ურთიერთშეფასების რუბრიკა
საკითხის სწორად და ადეკვატურად გააზრება
2
მსჯელობის დასაბუთება
2
მეტყველების გამართულობა და დამაჯერებლობა
2
ორიგინალური გააზრება
2
აქტიურობა და ჩართულობა
2
ეროვნული სასწავლო გეგმის პუნქტები: ქართული 2,3,4,5,6,7,8,9,10
ქართ. VII. 2. მოსწავლეს შეუძლია სხვათა მეტყველების მოსმენა და შეფასება საკომუნიკაციო ამოცანის გათვალისწინებით. 

ქართ. VII. 3. მოსწავლეს შე-უძლია სამეტყველო ქცევის შეცვლა საკომუნიკაციო ამოცანისა და აუდიტორიის გათვალისწინებით.

ქართ. VII. 4. მოსწავლეს შეუძლია საკლასო დის-კუსიებში მონაწილეობის მიღება.

ქართ. VII. 5. მოსწავლეს შეუძლია ზეპირმეტყველე-ბის ძირითადი ენობრივი მახასიათებლების ამოცნობა და გამოყენება.

ქართ. VII. 6. მოსწავლეს შეუძლია ზეპირი კომუნი-კაციის სტრატეგიების ამოცნობა და შესაბამისად გამოყენება.
ქართ. VII. 7. მოსწავლეს შეუძლია  სხვადასხვა სახის მხატვრული და არამხა-ტვრული ტექსტების გააზრება-გაანალიზება, მათ მიმართ  საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა და ახსნა. 

ქართ. VII. 8. მოსწავლეს შე-უძლია ამოიცნოს და შეაფა-სოს ტექსტის შესაბამისობა კონკრეტულ მიზანსა და აუდიტორიასთან.

ქართ. VII. 9. მოსწავლეს შე-უძლია ტექსტის გაანალი-ზება  სტრუქტურული და ენობრივი მახასიათებლების მიხედვით.

ქართ. VII. 10. მოსწავლეს შეუძლია კითხვის მიზნის შესაბამისი სტრატეგიების გამოყენება.
ხელოვნება ს.გ. 6,8,9,10,11,12,14
ს.გ.VII.6.  მოსწავლეს შეუძლია გუნდში მუშაობ შემოქმედებითი და საორგანიზაციო  პრობლემების გადასაჭრელად.
ს.გ.VII.8.  მოსწავლეს ესმის და შეუძლია წარმოაჩინოს, რომ ხელოვნება არის თვითგამოხატვის და კომუნიკაციის საშუალება.

ს.გ.VII.9.  მოსწავლე კრიტიკის დროს პატივისცემით ეკიდება სხვის ნამუშევარს და აზრს.
ს.გ.VII.10.   მოსწავლე მონაწილეობს სხვადასხვა სახის ღონისძიებაში.ს.გ.VII.11.  მოსწავლეს შეუძლია ამოიცნოს და შეადარს ერთმანეთს სხვადასხვა ეპოქისა და კულტურის ხელოვნების ნიმუშები.
ს.გ.VII.12.  მოსწავლეს შეუძლია დააკავშირ ხელოვნების ნაწარმოების შინარს ისტორიასთან და კულტურასთან.
ს.გ..14.  მოსწავლე იკვლევს, რა როლს ასრულებს ხელოვნება საზოგადოების ცხოვრებაში.
უცხ. VII. 16,18,19,20
უცხ.ს.III.16. მოსწავლეს შეუძლია ინტერაქციაში მონაწილეობა.
უცხ.ს.III.18. მოსწავლეს შეუძლია დამხმარე საშუალებებზე დაყრდნობით საუბარი.
უცხ.ს.III.19. მოსწავლე ფლობს და იყენებს საბაზისო ენობრივ უნარ-ჩვევებს.
უცხ.ს.III.20. მოსწავლეს შეუძლია მიმართოს სხვადასხვა სტრატეგიას სამეტყველო ამოცანების ეფექტურად გადაჭრის ხელშესაწყობად და ზეპირი მეტყველების უნარის გასაუმჯობესებლად.




                   ,,პოეზია და ფერწერა’’მამუკა სალუქვაძის ფერწერული პოეზია


გაკვეთილის გეგმა
გაკვეთილის  ჩატარების დღე: 3.04.2013
სკოლა:   ქუთაისის 21-ე საჯარო                                                          კლასი   VII
მასწავლებლები: ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი - ნანა ცანავა;
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი ხათუნა ჯინჭარაძე
გაკვეთილის ძირითადი  თემა/საკითხი და ქვესაკითხები:  ,,პოეზია და ფერწერა’’
                                                                                                         მამუკა სალუქვაძის ფერწერული პოეზია
მისაღწევი შედეგები(ცოდნა, უნარები, დამოკიდებულებები)
 გაეცნობიან  მამუკა სალუქვაძის ფერწერული პოეზიას;
 ნახავენ, როგორ შეიძლება იქცეს ფერწერა პოეზიად;
გაიხსენებენ აღწერის ხერხებს ლიტერატურასა და ფერწერაში;
გამოიცნობენ ნახატების მიხედვით დაწერილ ლექსებს და შეადარებენ მათ ერთმანეთთან;
შეეცდებიან თვითონაც შექმნან ტექსტი ფერწერული ტილოს მიხედვით;
განუვითარდებათ ფერწერული ტილოსა და ლექსის შედარების, დეტალებზე დაკვირვების, მსგავსება-განსხვავების შემჩნევის, კომპოზიციური ანალიზის გაკეთების, სურათის მიხედვით ლექსის შექმნის  უნარები;
გამოუმუშავდებათ ხელოვნების ნაწარმოებების მიმართ ესთეტიკური დამოკიდებულება;

გაკვეთილიზე გამოყენებული ძირითადი მეთოდები/სტრატეგიები:
კითხვა-პასუხის მეთოდი;
ჯგუფური მუშაობის მეთოდი;
პრეზენტაცია;
 5 წთ-იანი ლექსის შექმნა სურათის მიხედვით;

ძირითადი სასწავლო რესურსები:
თაბახის ფურცლები; ფლომასტერები; მამუკა სალუქვაძის ლექსების ქსეროასლები; შეფასების რუბრიკები; სლაიდშოუ; კომპიუტერი; პროექტორი; ვიდეოკამერა;

გაკვეთილის მსვლელობა (აქტივობების აღწერა):
A .       გამოწვევა/მოლოდინების განსაზღვრა
1.თემისა და მიზნის გაცნობა
2.ვიდეოკლიპის ჩვენება იმპრესიონისტთა შემოქმედებაზე
3. საბაზისო ცოდნის მობილიზება იმპრესიონისტ მხატვრებზე (ერთვება ხელოვნების მასწავლებელი):
გავიხსენოთ,  ვინ არიან იმპრესიონისტი მხატვრები?
რა არის იმპრესიონიზმი  და  როგორ განიმარტება  ამ  მიმდინარეობის სახელწოება?
როგორია  იმპრესიონიზმის შემოქმედებითი ისტორია?
როგორია იმპრესიონიზმის მხატვრული მეთოდი?
ლიტერატურისა და ფერწერის საერთო ტერმინოლოგიაზე კითხვა -პასუხის მეთოდით ვაგრძელებ მე:
თქვენი აზრით, რატომ გავიხსენეთ იმპრესიონისტი მხატვრები?
 რა ანათესავებს ერთმანეთთან ლიტერატურასა და ფერწერას?
ჩამოვთვალოთ ტერმინები, რომლებიც გამოიყენება როგორც ლიტერატურაში, ისე ფერწერაში.
პასუხების მიღების შემდეგ ვაჩვენებ სლაიდს, სადაც ეს ტერმინოლოგიაა მოცემული
ლიტერატურისა და ფერწერის საერთო ტერმინოლოგიაზე.
შემდეგ ვახსენებ განვლილ მასალას, -კაკაბაძის სურათის მიხედვით ნასწავლ სალუქვაძის ლექსს ,,დედაჩემი-იმერეთი“
(კითხვა-პასუხის მეთოდით)
      კითხვები:
       რა მგავსება და განსხვავება დაინახეთ სურათსა და ლექსს შორის?
       რა მხატვრული დატვირთვა მიანიჭა პოეტმა პეიზაჟს? გორგალს? თითისტარს?
       სად შეინიშნება ალიტერაცია? პოეტური ლიცენცია?

დრო


5 წთ

B     ცოდნის კონსტრუირება
1.      ჯგუფური მუშაობა : ლექსების შესაბამისობის დადგენა მოცემულ სურათებთან მარკირების,  ვენისა და T დიაგრამების გამოყენებით  / 15 წთ/
თითოეულ ჯგუფს ვაძლევ მამუკა სალუქვაძის უცნობ ლექსებს, ფერად თაბახებს,რომლებზედაც გამოხატულია  ვენის დიაგრამა, T დიაგრამა სურათის ანალიზისთვის და მეორე T დიაგრამა ლექსის ანალიზისთვის, აგრეთვე ერთ თაბახზე განთავსებულ 4 სურათს.
თითოეულ ჯგუფს ევალება:
1. ლექსის მხატვრული წაკითხვა
2. ლექსის მხატვრული ანალიზი
3. სურათის ამოცნობა და  წაკითხვა
4.ლექსისა და სურათის შედარება

2.      პრეზენტაციები                                                           /15წთ/
 ჯგუფი - კლოდ მონეს ,,შთაბეჭდილება, მზის ამოსვლა“
II  ჯგუფი - კლოდ მონეს ,,ყაყაჩო“
III ჯგუფი - ოგიუსტ რენუარის  ,,გოგონები პიანინოსთან“
IV ჯგუფი - ვან გოგის ,,მზესუმზირები“





30 წთ
C.       გამთლიანება/რეფლექსი
1. ლექსის შექმნა მოცემული სურათის მიხედვით 5 წთ.
ვაჩვენებ ვან გოგის სურათს ,,მარადისობის ზღრულბთან“ და მუსიკალურ ფონზე ინდივიდუალურად ვავალებ შექმნან ლექსი
პრეზენტაცია
ვაკითხებ მათ მიერ დაწერილ ლექსებს.
ლექსებზე ვიყენებ განმავითარებელ შეფასებას.






10 წთ


მოსწავლეთა ცოდნის შეფასება/შემოწმება: რუბრიკებით
პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა
საკითხი სწორად და ადეკვატურადაა გააზრებული

4
მსჯელობა დასაბუთებულია და გამყარებულია არგუმენტებით

3
მეტყველება გამართულია და დამაჯერებელი

2
გამოირჩევა საკითხის ორიგინალური გააზრებით

1

5 წუთიანი ლექსი
ადეკვატურია სურათთან
საშუალო
კარგი
ძალიან კარგი
აქვს მხატვრული გამომსახველობა



დაცულია რიტმი და რითმა
გამოირჩევა ორიგინალური გააზრებით

ეროვნული სასწავლო გეგმის პუნქტები:ქართ 1,2,3,5,6,7,8,9,10,11,12,13,14
ქართ. VII. 1. მოსწავლეს შეუძლია უცნობი ინფორმაციის შემცველი ტექსტების მოსმენა და ზეპირი ინფორმაციის წარმოდგენა აუდიტორიის წინაშე.

ქართ. VII. 2. მოსწავლეს შეუძლია სხვათა მეტყველების მოსმენა და შეფასება საკომუნიკაციო ამოცანის გათვალისწინებით. 

ქართ. VII. 3. მოსწავლეს შეუძლია სამეტყველო ქცევის შეცვლა საკომუნიკაციო ამოცანისა და აუდიტორიის გათვალისწინებით.

ქართ. VII. 4. მოსწავლეს შეუძლია საკლასო დისკუსიებში მონაწილეობის მიღება.

ქართ. VII. 5. მოსწავლეს შეუძლია ზეპირმეტყველების ძირითადი ენობრივი მახასიათებლების ამოცნობა და გამოყენება.

ქართ. VII. 6. მოსწავლეს შეუძლია ზეპირი კომუნიკაციის სტრატეგიების ამოცნობა და შესაბამისად გამოყენება.
 ქართ. VII. 7. მოსწავლეს შეუძლია  სხვადასხვა სახის მხატვრული და არამხატვრული ტექსტების გააზრება-გაანალიზება, მათ მიმართ  საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა და ახსნა. 

ქართ. VII. 8. მოსწავლეს შუძლია ამოიცნოს და შეაფასოს ტექსტის შესაბამისობა კონკრეტულ მიზანსა და აუდიტორიასთან.

ქართ. VII. 9. მოსწავლეს შეუძლია ტექსტის გაანალიზება  სტრუქტურული და ენობრივი მახასიათებლების მიხედვით.

ქართ. VII. 10. მოსწავლეს შეუძლია კითხვის მიზნის შესაბამისი სტრატეგიების გამოყენება.
ქართ. VII. 11. მოსწავლეს შეუძლია წერილობითი ტექსტების შექმნა სხვადასხვა მიზნით. 

ქართ. VII. 12. მოსწავლეს შეუძლია წერილობითი ტექსტის ფორმისა და სტილის შერჩევა მიზნისა და აუდიტორიის გათვალისწინებით.  

ქართ. VII. 13. მოსწავლეს შეუძლია წერილობითი ტექსტის ორგანიზაციის წესებისა და ენობრივი ნორმების დაცვა.

ქართ. VII. 14. მოსწავლეს შეუძლია წერის სტრატეგიების გამოყენება ნაწერის ეფექტური ორგანიზები-სათვის.  



სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების შედეგები
ს.გ 6,7,8,11,12
ს.გ.VII.6.  მოსწავლეს შეუძლია გუნდში მუშაობ შემოქმედებითი და საორგანიზაციო  პრობლემების გადასაჭრელად.
ს.გ.VII.7.   მოსწავლეს შეუძლია წარადგს ინდივიდუალურ და ჯგუფურ ნამუშევრებ და მიღებულ ცოდნაზე დაყრდნობით გამოთქვას და დაასაბუთს საკუთარ აზრ ხელოვნების ნაწარმოების შესახებ.
ს.გ.VII.8.  მოსწავლეს ესმის და შეუძლია წარმოაჩინოს, რომ ხელოვნება არის თვითგამოხატვის და კომუნიკაციის საშუალება.

ს.გ.VII.11.  მოსწავლეს შეუძლია ამოიცნოს და შეადარს ერთმანეთს სხვადასხვა ეპოქისა და კულტურის ხელოვნების ნიმუშები.
ს.გ.VII.12.  მოსწავლეს შეუძლია დააკავშიროს ხელოვნების ნაწარმოების შინაარსი ისტორიასთან და კულტურასთან.




Комментариев нет:

Отправить комментарий