პორტფოლიოს ჩანართები

სამოდელო გაკვეთილების გეგმები


 მედიაწიგნიერების კომპეტენციების გამოყენება ,,ვეფხისტყაოსნის" ერთი ეპიზოდის მიხედვით N19 სამოდელო გაკვეთილი, რეფლექსია, .docx




ლიტერატურული ტექსტი და მისი მხატვრული ეკრანიზაცია ნუგზარ შატაიძის მოთხრობა ,,მოგზაურობა აფრიკაში“ მიხედვით

გაკვეთილის  გეგმა
გაკვეთილის  ჩატარების დღე:   25 თებერვალი, 2014 წელი
სკოლა:           ქუთაისის   N21 საჯარო სკოლა                            კლასი IX ა კლასი
მასწავლებელი: ნანა ცანავა
აკვეთილის ძირითადი  თემა/საკითხი და ქვესაკითხები:
ლიტერატურული ტექსტი და მისი მხატვრული ეკრანიზაცია ნუგზარ შატაიძის მოთხრობა ,,მოგზაურობა აფრიკაში“ მიხედვით
ქვესაკითხები:
·         შეადარებენ ერთმენეთს ლიტერატურულ ტექსტს, ნუგზარ შატაიძის მოთხრობას                          ,,მოგზაურობა აფრიკაში“ და მის მხატვრულ ეკრანიზაციას, გიორგი ოვაშვილის ფილმს ,,გაღმა ნაპირი“;
·         მონახავენ მსგავსება-განსხვავებას სიუჟეტსა და გადმოცემულ                       პრობლემატიკას შორის;
·         დააკვირდებიან მთხრობელი ბიჭის მხატვრულ სახეს და მის                            სულიერ მეტამორფოზას;
·         იმსჯელებენ ნაწარმოებებში დასმულ პრობლემებზე;
·         გახსნიან სათაურის მეტაფორას, გამოკვეთენ მწერლის მთავარ სათქმელს და                           რეჟისორის მიზანდასახულებას;
მისაღწევი შედეგები(ცოდნა, უნარები, დამოკიდებულებები)
გაიაზრებენ ნაწარმოებებს, გააანალიზებენ მხატვრულ სახეებს, განაზოგადებენ საკითხს ეროვნულ-სოციალურ პლანში,  ჩასწვდებიან პრობლემების არსს;
განუვითარდებათ დეტალებზე დაკვირვების, კრიტიკული და ლოგიკური აზროვნების, მსჯელობის, შედარების, შეპირისპირების, ანალიზისა და პრეზენტაციის უნარები;
გაკვეთილი ხელს შეუწყობს ისეთი მარადიული ღირებულებების გამომუშავებას, როგორიცაა: სოციალურად დაუცველი ადამიანების მიმართ თანაგრძნობა, მათი დახმარების მოქალაქეობრივი შეგნება, ჩვენი სამშობლოს ისტორიისა და დღევანდელობის პრობლემების ემოციური აღქმის უნარი, ჩამოუყალიბდებათ აფხაზების მიმართ  კეთილმეზობლური დამოკიდებულება,  ტრადიციებისადმი პატივისცემა, ღირსების, სამართლიანობის, ვაჟკაცობისა და გაბედულების გამოხატვის აუცილებლობა და პატივისცემა;
გაკვეთილზე გამოყენებული ძირითადი მეთოდები/სტრატეგიები:
გაკვეთილზე გამოყენებული იქნება კითხვა-პასუხის, ჯგუფური მუშაობისა და პრეზენტაციის და დისკუსიის მეთოდები;
ძირითადი სასწავლო რესურსები:
სახელმძღვანელო როდონაია IX კლასის ,,ქართული ენა და ლიტერატურა“ კლასი, გიორგი ოვაშვილის ფილმი ,,გაღმა ნაპირი“, ფორმატები, მარკერები; დაფა, ცარცი, ლეპტოპი, პროექტორი.
გაკვეთილის მსვლელობა (აქტივობების აღწერა):
A .       გამოწვევა/მოლოდინების განსაზღვრა
1.      მასწავლებლის მინი-ლექცია ლიტერატურული ტექსტისა და მხატვრული ფილმის შემოქმედებითი ისტორიის შესახებ
2.      აქტივობა -  ფილმის ნაწყვეტის ჩვენება/წებოს სუნთქვა/
3.      აქტივობა - დისკუსია ფილმის ამ მონაკვეთის შესახებ:
 ა)რა არის ფილმის ამ ნაწყვეტში ნაჩვენები?
ბ) რამდენი პრობლემაა გადმოცემული?
გ)რატომ შევარჩიეთ მოცემული ნაწყვეტის ჩვენება?
დ) როგორ უკავშირდება მოთხრობის სათაური ნაჩვენებ ეპიზოდს?
დრო

5წთ

5 წთ წთ

B.       ცოდნის კონსტრუირება
3. აქტივობა - რა პრობლემებია დასმული მოთხრობასა და მის კინოვერსიაში? /მთელი
                     კლასი/-დაფაზე იწერება მასწავლებლის მიერ:
                                                                   1. სოციალურად დაუცველი ბავშვების ყოფა და
                                                                           საზოგადოების ინდიფერენტიზმი;
                                                         2  აფხაზეთის ომის შედეგები;
                                                         3  ქართველებისა და აფხაზების ურთიერთობა;
4        ბიჭის პიროვნული ტრაგედია;
4    აქტივობა -  ჯგუფური მუშაობა -დავალებების მიცემა ჯგუფებისათვის: T დიაგრამის სახით უნდა ემსჯელათ დაფაზე ჩამოწერილ პრობლემებზე. პრობლემები შემთხვევითი შერჩევის პრინციპით დარიგდა;
5.  პრეზენტაციები









10 წთ

15 წთ





C.       გამთლიანება/რეფლექსია

1.    აქტივობა -  ფილმის ფინალური ნაწილის ჩვენება/ცეკვა აფხაზებთან/                                  
2.    დისკუსია - ა) როგორ მთავრდება ლიტერატურული ტექსტი და რა  კავშირი აქვს მას
                      ნაწარმოების სათაურთან?
                       ბ) როგორ შეიძლება გავიგოთ ცეკვის მეტაფორა?
                       გ)როგორ შეიძლება გავიგოთ აფრიკის პეიზაჟის ჩვენება
                            ნაწარმოების ბოლოს?
                             გ)რატომ არა აქვს სახელი ბიჭს ტექსტში?
                             დ)რა გზას გადის ბიჭი ტექსტსა და ფილმში? / მასწავლებლის მიერ
                               დაფაზე  ბიჭის განვლილი ეტაპების ჩამოწერა/
            
             თბილისი (ნარკომანია)       თბილისი(პატიოსანი შრომა)
             აფხაზეთი (მამასათან)                           (ქურდობა - დედის გადასარჩენად)
                                                              აფხაზეთში -(მამის ჩამოსაყვანად დედის გადასარჩენად,
                                                                                        შიშის დაძლევა, ბრძოლისუნარიანობა)
             თბილისი  (ნარკომანია)           
                                                                                         
ე) რა არის ნაწარმოებების მთავარი სათქმელი?
(ლიტ.ტექსტი-საზოგადოების გამოფხიზლება და ასეთი ბავშვების მიმართ ყურადღების გამოჩენა;
ფილმი -ბიჭი პიროვნულად უნდა გაძლიერდეს და თავად მოაგვაროს ურთიერთობები აფხაზებთან)



5 წთ




მოსწავლეთა ცოდნის შეფასება/შემოწმება: დაკვირვება მოსწავლეთა პასუხებზე; პრეზენტაცია;
ეროვნული სასწავლო გეგმის პუნქტები:
ზეპირმეტყველება:
ქართ. IX. 1. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და აუდიტორიის წინაშე წარმოადგინოს  სხვადასხვა თვალსაზრისი სადავო ან პრობლემურ საკითხზე.
ქართ. IX. 2. მოსწავლეს შეუძლია დისკუსიის მონაწილეთა მეტყველების მოსმენა და შეფასება  საკომუნიკაციო ამოცანისა და აუდიტორიის გათვალისწინებით.





გაკვეთილის მთავარი თემა
გვაგონებს თუ არა ქორობია საქართველოს დღევანდელ მდგომარეობას?
სწავლების საფეხური
I საფეხური, V კლასი
ნტეგრირებული საგნები, მასწავლებლის სახელი, გვარი
ქართული, ისტორია, მათემატიკა, ხელოვნება
ნანა ცანავაქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
მოსწავლეთა პროფილი
24 მოსწავლე,ერთი...
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობ
o    გაკვეთილი მნიშვნელოვანია თემის აქტუალურობით,– საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ჩვენი ქვეყნის უპირველესი სტრატეგიაა;
o    მოსწავლეებს გაუღრმავდებათ ცოდნა აკ.წერეთლის ,,ჩემი თავგადასავლის" – ,,ქორობიას" შესახებ; გაიუმჯობესებენ ისეთ უნარებს, როგორიცაა ჯგუფური მუშაობის, კომუნიკაციის, წერის, კრიტიკული ანალიზისა და შეფასების უნარები;
o    გაკვეთილზე მიღებული ცოდნა და უნარჩვევები დაეხმარებათ მათ უკეთ გაიგონ ნაწარმოების მომდევნო თავი – ,,გიმნაზიაში", რომელშიც რუსიფიკატორული პოლიტიკის გავლენაა ასახული;
o    გაკვეთილზე ხდება ცოდნის ინტეგრირება სხვადასხვა საგნებში, რაც ხელს უწყობს გააზრებული ცოდნის ჩამოყალიბებას;
გაკვეთილის მიზნები და შედეგები(საგნების მიხედვით)
o    მოხდება უკვე არსებული ცოდნის განმტკიცება და მისი გამოყენება სხვადასხვა კონტექსტში;
o    ჩამოუყალიბდებათ ტექსტისადმი ინტერესი, ინდივიდუალური შესაძლებლობების წარმოჩენის, თანამშრომლობისა და მეგობრობის უნარი, განუვითარდებათ საკუთარი ქვეყნისადმი სიყვარული, ხოლო რუსეთის დამპყრობლური პოლიტიკისადმი – უარყოფითი დამოკიდებულება;
o    ქართული:
   V 1,2 მოსწავლე ახორციელებს ჯგუფურ და ინდივიდუალურ საკომუნიკაციო ამოცანებს;
 V 3,1 მოსწავლე დამოუკიდებლად ქმნის სხვადასხვა ტიპის ტექსტს;
 V 3,2 განსაზღვრავს წერითი დავალების ამმოცანას და ირჩევს ფუნქციურ სტილს;
  ისტორიაV-VI 2. იყენებს და ქმნის ინფორმაციის გადმოცემის სხვადასხვა საშუალებას(ცხრილი, გრაფიკი, ფოტო,სქემა, ჩანახატი)
  მათმატიკა: V.11 მოიპოვებს დასმული ამოცანის ამოსახსნელ საჭირო თვისობრივ და რაოდენობრივ მონაცემებს.
      V 12. წარმოადგენს თვისობრივ და რაოდენობრივ მონაცემებს დასმული ამოცანის ამოსახსნელად ხელსაყრელი ფორმით (დიაგრემა, პიქტოგრამა..)    &nb
sp;         &nbs
p;
  სახვითი და გამოყენებითი ხელოვნ
ება:  V4.მოსწავლე გამოხატავს საკუთარ გრძნობებს, განწყობილებებსა და იდეებს ნამუშევარში;
V 6.მოსწავლე თანამშრომლობს სხვებთან, როგორც საკუთარი, ისე საერთო მიზნის მისაღწევად.
V 7. მოსწავლე წარმოადგენს ინდივიდუალურ და ჯგუფურ ნამუშევრებს და მიღბული ცოდნის საფუძველზე მსჯელობს მხატვრული ნაწარმოების შესახებ
V 11. მოსწავლე აკავშირებს ნაწარმოების შინაარს ისტორიასთან და კულტურასთან
 წინასწარი ცოდნა
 იციან აკ.წერეთლის ,,ჩემი თავგადასავლის" 1–ლი და მე–2 თავები
 შეფასების საგანი და პროცედურები
 მოსწავლეთა წარმატებას დავადგენ დაკვირვებით; დაკვირვების ობიექტი იქნება წერითი სამუშაო, ზეპირი პრეზენტაცია, ჯგუფურ მუშაობაში შეტანილი წვლილი; გამოვიყენებ განმავითარებელ და განმსაზღვრელ შეფასებას;
 სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
 ფორმატები, სტიკერები, თაბახები, ფერადი ფანქრები, პასტები, კომპიუტერი, პროექტორი;
 გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი
 დამჭირდება თანამედროვე ინტერაქტიული მეთოდიკის ფლობა, გარდნერის ინტელექტისა და ვიგოცკის სწავლების თეორიების ცოდნა და ისტის გამოყენება სასწავლო პროცესში
  1 აქტივობაგონებრივი იერიში თემაზერა თამაშობები გვაქვს
    ქართველებს? (პასუხები დაფაზე ფიქსირდება მასწავლებლის მიერ,
   შემდეგ ვაჩვენებ პროექტორით წინასწარ ჩემ მიერ დამზადებულ ცნების რუკას)  5 წთ.
2. აქტივობაფილმ ,,აკაკის აკვნიდან" ნაწყვეტის ჩვენებააკაკი სოფ.სავანეში, ძიძასთან       8 წთ.
3. აქტივობაკითხვაპასუხები 
;5 წთ.
o    სად და რატომ იზრდებოდა აკაკი?
o     ვინ იყო მისი ძიძა?
o     რატომ აძიძავებდნენ თავადიშვილებს გლეხის ოჯახებში?
o     რა ისწავლა აკაკიმ სოფელში?
o     როგორ მიმდინარეობდა ქორობიას თამაში?
o     რატომ არ უყვარდა ეს თამაში აკაკის და რას აგონებდა იგი
     დიდობაში?
;
o     გვაგონებს თუ არა ქორობია საქართველოს დღევანდელ
      მდგომარეობას?
 4. აქტივობაჯგუფური მუშაობა. მოსწავლეთა ინტერესებისა და შესაძლებლობიდან გამომდინარე იქმნება 4 ჯფუფი: ლიტერატორების, ისტორიკოსების, სოციოლოგების, მხატვრების და ეძლევათ შესაბამისი დავალებები  საერთო თემაზე –,,დღევანდელი ქორობია''  10 წთ
o      ლიტერატორები წერენ ჩანახატს, რომელშიც მხატვრულად უნდა ასახონ საქართველოს დღვანდელი პოლიტიკურ
მდგომარეობა და შეუსაბამონ იგი ტექსტს;
o    ისტორიკოსები თხზავენ წერილს ადრესატის თავისუფალი არჩევანის საშუალებით (წერილი აფხაზ თანატოლს, წერილი ოს თანატოლს, წერილი რუსეთის პრეზიდენტს), რომელშიც კონკრეტული ისტორიული ფაქტების მოშველიებით დაუსაბუთბენ მას, რომ საქართველოს ტერიტორიული გამთლიანება კანონზომიერი პროცესია და ქორობიას თამაში ამის უტყუარი დასტურია;
o    სოციოლოგები ჩაატარებენ მინიკვლევას და მოამზადებენ სტატისტიკურ ანალიზს კითხვებზე: გამართლდება თუ არა ქორობია ანუ აღდგება თუ არა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და როგორ?
o    მხატვრები დახატავენ სურათს,,დღევანდელი ქორობიას''.  
  5. პრეზენტაციები15 წთ.
  6.შეფაება – 2 წთ.
        მოსწავლეთა ორგანიზების ფორმები: ინდივიდუალური, ჯგუფური, მთელ კლასთან.
      შეზღუდული შესაძლებლობების მოსწავლე ჩართული იქნება მხატვრების ჯგუფში.
          
              


გაკვეთილის ავტორი
 ნანა ცანავა
გაკვეთილის თემა
იმპრესიონიზმი და ნიკო ლორთქიფანიძის ,,მოვუაროთ საქართველოს“
სწავლების საფეხური და კლასი
საბაზო მე-9 კლასი
გაკვეთილის მიზნები და ესგ-ით მისაღწევი შედეგები
მოსწავლეები გაიხსენებენ იმპრესიონიზმის სტილს ლიტერატურასა და ფერწერაში, იმპრესიონიზმის მხატვრული მეთოდის დეტალებს, ხელოვნების გაკვეთილებზე მიღებულ ცოდნას, კერძოდ, იმპრესიონისტ მხატვრებს, წაიკითხავენ ნიკო ლორთქიფანიძისეულ  განმარტებას მწერლის ვალდებულების შესახებ; გაეცნობიან ნიკო ლორთქიფანიძის  მინიატურას ,,ლიტერატურული საღამო“, დააკვირდებიან დეტალებს, დაყოფენ ნაწარმოებს ეპიზოდებად, გააკეთებენ ტექსტის იდეურ-მხატვრულ ანალიზს, ყურადღებას გაამახვილებენ მწერლის ენაზე, სტილზე;    შეაფასებენ, ნაწარმოებს იმპრესიონისტული ხელოვნების კონცეფციიდან;
ქართ. IX. 6. მოსწავლე კითხულობს ტექსტებს (მხატვრულს და არამხატვრულს), რომლებიც შეიცავენ სხვადასხვა თვალსაზრისს პრობლემურ ან სადავო საკითხებზე და გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას წაკითხულის მიმართ.
ქართ. IX. 7. მოსწავლე იყენებს ენობრივი მახასიათებლების ცოდნას ტექსტების სტრუქტურის ასახსნელად.
ქართ. IX. 8. მოსწავლე იყენებს კითხვის მიზნის შესაბამის სტრატეგიებს.
აქტივობები საკლასო მენეჯმენტი და დრო,
პროვოცირება
1.      მასწავლებელი აჩვენებს მამუკა სალუქვაძის ლექსს,  ,,შთაბეჭდილებას“  პროექტორით და სვამს შეკითხვას: გამოიცანით, რომელი სურათია აღწერილი მოცემულ ლექსში?
 (3 წთ)- იმართება მინიდისკუსია
2.      მასწავლებელი პროექტორით აჩვენებს მოსწავლეებს კლოდ მონეს ,,შთაბეჭდილება.მზის ამოსვლა’’და ნახატზე დაკვირვებით - კითხვა-პასუხის მეთოდით გაააქტიურებს  წინარე ცოდნას,  ხელოვნების გაკვეთილებიდან, იმპრესიონისტი მხატვრების შესახებ. (5 წთ)
3.      იმართება მასწავლებლის მინი-ლექცია სლაიდ-შოუს გამოყენებით იმპრესიონიზმის მხატვრულ თავისებურებებსა და კონცეფციაზე.(5 წთ)
4.    მასწავლებელი კითხვა-პასუხის მეთოდით შეახსენებს მოსწავლეებს შესწავლილ მასალას -მინიატურა ,,გულის“ თემასა  და იდეას და იწყებს ახალი ნოველის გაცნობას მოსწავლეებისთვის.(2 წთ)
შინაარსის რეალიზება
   (მოსწავლეები მუშაობენ ჯგუფურად)
1.    ტექსტის დამუშავება კითხვა-პასუხის მეთოდით
მასწავლებელი ურიგებს მოსწავლეებს 3 ფერის სტიკერს, სთხოვს, წაიკითხონ ტექსტის  პირველი ნაწილი, ,,მეც წამალი მომინახონ“..-აქამდე, დასვან შეკითხვები და დაწერონ ერთი ფერის სტიკერზე, მაგ. მწვანეზე.

სავარაუდოდ 1-ლი პაუზის კითხვები ასეთი იქნება:
·         რომელი ქართველი მწერლის სახელს უკავშირდება ,,ხუთშაბათობა“?
·         რატომ ამბობს წერილის ავტორი: ,,სრული დარწმუნებული ვარ ვერავითარს ახალს რასმე ვერ დასწერთ“?
·         რა არის წერილის ავტორის სნეულება?
·         ავტორის ნათქვამში: ,,იქ ვეჩხირები,სადაც ჩემი სნეულების განკურნვას ველი“, როგორ გავიგოთ ,,იქ“, რას  იგულისხმება ამ სიტყვის მიღმა?
   
2.       ახლა მასწავლებელი ურჩევს მოსწავლეებს მე-2 ნაწილის წაკითხვას, შეკითხვების ჩამოყალიბებას და მეორე ფერის სტიკერზე (ვთქვათ, ყვითელზე) ჩაწერას. 
სავარაუდოდ, მე-2 პაუზის კითხვები ასეთი იქნება:
·         რას უნდა ნიშნავდეს ,,უცნობი კარები“, ,,ფარდების ათრთოლება“,,,ნანატრი ბედნიერება“, ,,სამარადისო წყვდიადი“?
·         რატომ ათქმევინებს ავტორი ერთსა და იმავე ფრაზას კავკასიონს, ბაგრატს,შოთას, მდინარეებს - რიონს, თერგს, მტკვარს და წვიმას?
·         რას უნდა ნიშნავდეს ამ სახეების შესაბამისი მხტვრული ხერხებით გადმოცემა: კავკასიონი- ნაზი ქალწული, უხმო ჭირისუფალი, თალხით მოსილი ბაგრატი, სულის მესაიდუმლე შოთა, მკვირცხლი რიონი, გიჟმაჟი თერგი, დინჯი მტკვარი და გაბმული ძახილი წვიმის ყოველი წვეთისა?

3.    ამის შემდეგ მასწავლებელი სთხოვს, დასვან კითხვები მთლიანი ტექსტიდან
კითხვები სავარაუდოდ ასეთი იქნება:
·         რა არის ნაწარმოების იდეა?
·         რომელ ნაწარმოებს შეგიძლიათ დააკავშიროთ ეს მინიატურა?
·         რა არის ნაწარმოების ჟანრული მახასიათებლები?
·         აქტუალურია თუ არა ნაწარმოების პრობლემატიკა დღესდღეობით?
·         განკურნებადია თუ არა წერილის ავტორის სნეულება?
4.      მასწავლებელი აკრავს დაფაზე ფორმატს, რომელზედაც წინასწარ არის დახატული ბლუმის ტაქსონომიის მიხედვით 6 დონედ დაყოფილი სამკუთხედი და სთხოვს მოსწავლეებს, დააწებონ სტიკერები შესაბამის დონეებზე. (15 წთ)
რეფლექსია
1.      მოსწავლეები აკეთებენ პრეზენტაციას (10 წთ)
2.      საშინაო დავალების მიცემა: მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, წერილი მისწერონ პერსონაჟს.
3.      შეფასება  (5 წთ)
შეფასება
განმავითარებელი შეფასება კომენტარებით, განმსაზღვრელი შეფასება პრეზენტაციის ეტაპზე
საგანმანათლებლო რესურსები
ნიკო ლორთქიფანიძის თხზულებები;   ბლუმის ტაქსონომია; რვეულები, საწერ-კალმები, დაფა; მარკერები; სტიკერები; კომპიუტერი, პროექტორი;

ადეკვატური, არგუმენტირებული მსჯელობა
3

ტექსტის სიღრმისეული წვდომა, დამოუკიდებელი აზროვნება
3

სათქმელის ნათლად, ლოგიკურად გადმოცემა

2
გამართული მეტყველება
2




გაკვეთილის ავტორი
 ნანა ცანავა
გაკვეთილის თემა
ვაჟა ფშაველა  ,,ჩხიკვთა ქორწილი“

სწავლების საფეხური და კლასი
დაწყებითი  VI კლასი
გაკვეთილის მიზნები და ესგ-ით მისაღწევი შედეგები
მოსწავლეები ისმენენ ვაჟა ფშაველას  ,,ჩხიკვთა ქორწილს“. აკეთებენ ჩანიშვნებს, ადარებენ ერთმანეთის ჩანაწერებს, იხსენებენ მოსმენილს, აღადგენენ გონებაში ტესტს და გადმოსცემენ თავიანთ სიტყვებით
VI
1.      მოსწავლე ავლენს ინფორმაციის მიღებისა და გადაცემის აუცილებელ უნარ-ჩვევებს
8. მოსწავლე აკვირდება და ამოიცნობს სხვადასხვა
     ტიპის ტექსტების ენობრივ თავისებურებებს
შეფასება
კომენტარები, განმავითერებელი და განმსაზღვრელი შეფასება, მასწავლებლის დაკვირვება
აქტივობები საკლასო მენეჯმენტი და დრო
პროვოცირება
მასწავლებლის შესავალი სიტყვა- გაკვეთილის მიზნის გაცნობა
შინაარსის რეალიზება
ტექსტის კითხვა მასწავლებლის მიერ ჩანაწერების გაკეთება, ჩანიშვნა, ,,დავეხმაროთ ერთმანეთს - მეთოდით(წყვილური)
რეფლექსია
  პრეზენტაცია
საგანმანათლებლო რესურსები
წიგნები, რვეულები, პასტები








გაკვეთილის ავტორი
 ნანა ცანავა
გაკვეთილის თემა
ვაჟა ფშაველა  ,,ჩხიკვთა ქორწილი“
სწავლების საფეხური და კლასი
დაწყებითი  VI კლასი
გაკვეთილის მიზნები და ესგ-ით მისაღწევი შედეგები
მოსწავლეები გაეცნობიან  ვაჟა ფშაველას მოთხრობის მიხედვით გადაღებულ ანიმაციურ ფილმს ,,ჩხიკვთა ქორწილს“.  შეადარებენ ერთმანეთს წაკითხულისა  ნანახის შინაარსებს. იმსჯელებენ რა მსგავსება და განსხვავებაა მათ შორის.
VI
1.      მოსწავლე გეგმავს და ახორციელებს ჯგუფურ და ინდივიდუალურ საკომუნიკაციო ამოცანებს.
2.      მოსწავლე ავლენს ინფორმაციის მიღებისა და გადაცემის აუცილებელ უნარ-ჩვევებს
6 . დამოუკიდებლად კიხულობს სხვადასხვა ტიპისა
      და შინაარსის ტექსტებს.
7. მოსწავლე კითხულობს მხატვრულ ნაწარმოებს და
     ავლენს კითხვის პროცესით გამოწვეული
     შთაბეჭდილების გადმოცემის უნარს, უკავშირებს მას
      პირად გამოცდილებას.
8. მოსწავლე აკვირდება და ამოიცნობს სხვადასხვა
     ტიპის ტექსტების ენობრივ თავისებურებებს
შეფასება
კომენტარები, განმავითერებელი და განმსაზღვრელი შეფასება, მასწავლებლის დაკვირვება
აქტივობები საკლასო მენეჯმენტი და დრო
პროვოცირება
ანიმაციური ფილმის ყურება ჩანაწერების გაკეთებით
შინაარსის რეალიზება
ვენის დიაგრამის მიხედვით მსგავსება-განსხვავების წარმოჩენა (ჯგუფური მუშაობა)
რეფლექსია
მასწავლებლის მიერ დაფაზე ვენის დიაგრამის გადატანა(მთელი კლასი)
საგანმანათლებლო რესურსები
წიგნები, რვეულები, პროექტორი, კომპიუტერ, დაფა, ცარცი








Комментариев нет:

Отправить комментарий