პორტფოლიოს ჩანართები

ჰობი











ჩემი ჰობი ლექსების წერაა.
ოვანეს თუმანიანი ამბობდა, ყოველი ქართველი პოეტია და ყოველი ქართველი პოეტი ორჯერ პოეტიო...
 მეც ქართველი ვარ და ამით ვამართლებ ჩემს ,,პოეტობას''.
პოეზია ჩემთვის საკუთარი თავის შემეცნების, განტვირთვის,  მტანჯველი სიამოვნების, მწუხარე ბედნიერების გამოხატვის საშუალებაა..
ვაჟაც ხომ ასე წერდა:
 ხოლოდ მაშინ ვარ ბედნიერ,
როცა ვარ შეწუხებული
როცა გულს ცეცხლი მედება,
გონება მსჯელობს საღადა, -
მაშინ ვარ თავისუფალი,
თავს მაშინა ვგრძნობ ლაღადა.



......



ხანდახან ლექსად წამცდება ფიქრი

და მომინდება შენთან გართობა,

ვიცი, ცხოვრება თავისთვის მიქრის,

არ სჯერა შენი ანდამატობა.

მე კი მწამს, რომ შენ უფრო დამიცავ,

რომ ძველებურად მტანჯავ, თან გეტრფი,

რომ მიჯაჭვული ათასჯერ მიწას

ათასმეერთედ მოვალ და გეტყვი:

-მე შენ მიყვარხარ, ჩამიქრე ალი,

მოვრბივარ შენკენ, მარად უცვლელო,

რომ ჩემი სულის შავთვალა კვალი

შენზე დავტოვო, თეთრო ფურცელო.


საღამო

საღამო შესვამს მეწამულ ნისლებს
და ფეხშიშველი შემოვა სახლში,
ქარი გადახდის სახურავს ისლებს,
ლეჩაქმოხდილი დარჩება სახლი.
ანთებულ სანთელს დაჰქროლავს ქარი,
აცახცახდება სანთელი თეთრი,
მომიალერსებს თითები მჭკნარი,
თითები სავსე ფერფლით და კეთრით.
შემოეხვევა ვით შავი რამე
სხეულს, რომელიც მარტო მძორია
და აღარ ვიცი, მოვიდა ღამე,
თუ შენი გულის ალოქორია.




გაქცევა ჩაკეტილი წრიდან


ტრიალ მინდორზე შემოხაზეს პატარა წრე და
შიგ ჩაგვსხეს ყველა,  აგვიკრძალეს წრის დატოვება...
გვიბრძანეს, იქვე გვეთამაშა, არადა ბედად,
თვალები მოგვცეს, იმ წრის იქით რომ გაგვეხედა.
მას შემდეგ უკვე მირიადი  გასულა წელი,
მაგრამ თამაშის უცხო პრინციპს ცვლის ვერაფერი,
ილუზიური ქვეყანაა  წრის შიგა  ველი -
ზესკნელის სარკე - თავდაყირა ჩანს ყველაფერი.
წრეში ვთამაშობთ, სანამ კიდევ ვართ პატარები,
ვაშენებთ სახლებს იმ სილაში და თან ვისვრებით,
მერე გავდივართ ამ წრიდან და ხელთ სატარები
აღარაფერი აღარ გვრჩება, რადგან ვიზრდებით,
ვიზრდებით და თან  ვხდებით მრუში, გზასაცდენილი,
გავრბივართ შორს და გვენატრება შინ დაბრუნება.
სინანული გვკლავს  იმ წრეწირის  და გაცდენილი
წლები გვეძახის, მაგრამ გვძალავს ისევ ცდუნება
და წინ მივიწევთ სანამ შევძლებთ... სანამდე სული
უცხო ქვეყნებში სიარულით არ დაიღლება,
მეღორის ლოცვას ვიმეორებთ და გათანგული
ჩევნი ცხოვრებაც  გათავდება  და დაილევა.
ბოლოს ვბრუნდებით დაჩოქილი   მშობლიურ წრეში,
ლოყაში გარტყმის საიდუმლოს გავიგებთ როცა,
ვხვდებით, რომ  ვიღაც გვითვალთვალებს, რომ მის დიდ ცრემლში
აირეკლება ჩვენი სახეც...  და არ ღირს მოცდა...
იქ გველოდება სამოსელი თავდაპირველი,
იქ გველოდება ზენაარი  მამა- უფალი,
თავისუფლების ძიებაში ჯვარის მზიდველი
მხოლოდ იქ ვხდებით  ჭეშმარიტად თავისუფალი...
ასე გრძელდება... წრეზე ბრუნვას  არა აქვს ბოლო,
ეს მითოსური პარადიგმაც არ შეჩერდება,
დაკარგვის შემდეგ დავაფასებთ სიყვარულს მხოლოდ,
დაკარგვის შემდეგ ის ხელახლა დაიბადება.







.........
ხშირად მესმოდა ამ დღეებში ,,ნუგეშინია",
ეს, ალბათ, ჩემი მეგობრები ცდილობდნენ ნუგეშს, 
მათ არ იციან, რომ მე მართლა არ მეშინია,
რომ დიდი ხნის წინ მივაგენი ჩემს ნავთსაყუდელს.
უცხო ქვეყნიდან წამოვედი ამის გულისთვის
და ჩემი თავის აღზრდასა და სწავლას ვუნდები,
წასვლა? - ახალი სამყაროა მოგზაურისთვის,
რომელსაც კვებავს სიხარული შინდაბრუნების.





 ზღაპრის მოტივებზე

ბოლო დროს დამჩემდა ფიქრი:
წლები ყინულივით დნება,
ცხოვრება თავისთვის მიქრის,
სულში კი ბავშვობა კვდება.
წინ გზაა უცნობი სიგრძის
და შორს ვეღარაფერს ვხედავ
მაჩერებს, მაწვალებს მიწყივ
უკანდაბრუნების სევდა.
თუმცაღა მეცვალა მხარი-
წინა და უკანა მხარე,
წინ ხომ წინაპარი მხვდება,
უკან მომავალი მრჩება.
სად ვარ, იმ ქვამ მითხრას იქნებ,
მიველ და ამბავი ვკითხე.
-ეს გზა არსებობსო მხოლოდ,
რომელსაც არა აქვს ბოლო.
ცხოვრება ფასკუნჯის ფრთაა,
სინანულს მოგიტანს რაიც,
მთავარი, იცოდე, სვლაა
და სიყვარულია მაინც.                             




                                             ქართული ენა

  / ,,ბაბილო _ მაღლნარი ვაზი
                 .. ორბელიანი/
ებერი კოლხეთი, ქართლი და ეგრისი,
ათენი, აქადი და იქით _ ბაბილონ
მეძახის, მომიხმობს ღმერთებით თავისით,
მოვდივარ, ეს მე ვარ, ეს მე ვარ _ ბაბილო!

რარატს, როდესაც დადგა კიდობანი
და ნოემ გადმოსხა ჯალაბი მიწაზე,
მიხილეს, მიგემეს, მიეცათ ნდომანი,
სულში ჩაეღვარათ სითბო და სინაზე.

ეთლემში განვკაცდი ლოგოსი უფალის,
შენს სისხლად ვიქეცი, ქრისტეო იესო,
სერობას, როს იყო დრო თავისუფალი,
მე შემსვეს, წილი მყვეს, მე დამარბიესო.

ხარეთ! ეს მე ვარ, დედა და ქალწული,
ეს მე ვარ, მარიამ, ,,მზე გაბრწყინებული,“
არმაზის მსხვრევაა თუ დღე სასწაული,
ჯვარი ვარ, ჯავახეთს ნინოს თმით შეკრული.

ოცვით და ლოდინით, ცეცხლით და ვაებით
მოვდივარ გალობით ანიდან ჰოემდი,
მივლიდა ქართველი სასხლავით, ტაეპით,
სისხლივით მიცავდა და ასე მოვედი!

დესღაც გავჩნდი მე _ ენაი ქართული,
ეს მერე დაინგრა გოდოლი ბაბილონს,
ლაზარე, ოთხი დღის მკვდარი და დაფლული,
ეს მე ვარ, დამლოცეთ, ეს მე ვარ _ ბაბილო!



      აღდგომა


იყო სიბნელე, იყო ქაოსი,
ერთმა მრავალი შექმენ ტაროსი,
სხივად ჩამოხვედ მიწაზე ერთობ,
ოხვრით შობილო უფალო ღმერთო.
ქრის უდაბნოთა ქარი მარადი,
რატომ, არ ვიცი, მაგრამ მფარავდი,
იესო, ჩემო მოკლულო ძმაო,
სისხლით გაწმინდე ცოდვილთა ხმაო.
ტირის ქალწული წმინდა მარიამ -
ეს ღვთისმშობელის მიწა მკვდარია.
ახლაც ზარია და სიჩქარეა,
ღამე ღამეა, დღე სამარეა,
თქვი, ვინ გადარჩა აქ უცოდველი,
ან მიტევებას ვინ აღარ ელის,
გააღე გულის კარები ბნელი,
აღდგომა მოდის - დღე სანატრელი!


K    კატის გზრდილი ლომების ახალი თავგადასავალი

,,gafrindnen bavSvobis dReebi,”
daiwyo brZolebi, omebi,
gamoCndnen uRrani tyeebiT
katis gamozrdili lomebi.
joguri, veluri erTobiT
im katas dauwyes Zieba,
Tavis uflebebSi garTulebs,
ewadaT maT SurisZieba.
eZebdnen swrafad, gamalebiT.
miagnes, _ aq iyo moZRvari,
miscvivdnen, daseres brWyalebiT
da iqve daagdes momkvdari.
sikvdilis win ase iZaxda:
_,, macaleT! jer ar xarT lomebi,
jer xeze asvlasac gaswavliT,
moigoT rom didi omebi.’’. .
ar esmaT instiqtur RrialSi
moZRvris xma: _,, SeCerdiT, ras SvrebiT?!
Seunde, am codvis trialSi,
RmerTo, sisxliani laSebi..”
mTvare gamogzavnes qedebma
da lomebs dascvivdaT fafari,
tani daejagraT veeba,
aRar moewonaT, rac ari.
xevebs miaSures nobaTiT, _
- wkmutuniT, RreniT da ymuiliT,
ufro ki is swyindaT, rom maTi
lomoba gamodga tyuili.
win daxvdaT uRrani tyeebi
da gadauxdeli omebi. . .
movidnen sxvagvari dReebi
da mglebad qceuli lomebi.

                       7.11.2009

Комментариев нет:

Отправить комментарий